იაკობი და ანბანი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო
ერთი წიგნი, რომელიც სახლი იყო ქართული ასოებისათვის. ამ წიგნში ასოები თავისი სურვილის
მიხედვით ირჩევდნენ საცხოვრებელ ადგილს, დასეირნობდნენ, თამაშობდნენ და ხანდახან ჩხუბობდნენ
კიდეც. ზოგი მათგანი მომაბეზრებელიც კი იყო და ყველა სიტყვაში ცდილობდა ჩაძრომას, ზოგი
კი მოკრძალებული იყო და, ამიტომ მათ, აქა-იქ სვამდნენ სიტყვებში.
წიგნი ვის ხელშიც არ უნდა მოხვედრილიყო, ყოველ ჯერზე
ასოები სხვადასხვა ადგილას ხვდებოდნენ. ყველას უნდოდა პირველი ყოფილიყო, პირველად ის
ამოეკითხათ და ცდილობდნენ ეჯობნათ ერთმანეთისთვის მოხატულობის სილამაზით და ხმოვანებით.
ერთ დღეს, წიგნი კიდევ ერთი მკითხველის ხელში ჩავარდა.
ეს იყო იაკობი, ახალგაზრდა ყმაწვილს სურდა წაეკითხა წიგნი, მაგრამ, ჰოი საოცრებავ!
ვერაფერი გაუგო. რამდენჯერაც გადაშალა სულ სხვადასხვა ადგილას ხვდებოდნენ
ასოები. მან გადაწყვიტა დახმარებოდა ასოებს საკუთარი ადგილების პოვნაში.
იაკობი დიდ ხანს ფიქრობდა, წერდა, ეძებდა, კითხულობდა
სხვადასხვა წიგნებს და ცდილობდა ქართული ასოებისათვის სათანადო, კუთვნილი ადგილები
მიეჩინა. ასე თანდათან იბადებოდა „დედა ენა“.
ასოებმაც იგრძნეს, რომ იაკობი მათთან სამუდამოდ დარჩებოდა,
აღარასოდეს მიატოვებდა და ნდობა გამოუცხადეს. ამიტომაც იაკობის ხელში სხვაგვარად აფერადდნენ
ქართული ასოები.
საჭირო იყო წიგნისათვის სახელი დაერქმია. ბევრი იფიქრა,
იფიქრა, რა უყვართ ბავშვებს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა! - დედა! წიგნსაც ასე დავარქმევო გადაწყვიტა და დაიბადა კიდეც
„ დედა ენა“.
“დედაენა“-ში
ყველა ასომ თავისი ადგილი იპოვა, თავისი სახელი და მოხაზულობა გამოფინა, არც ერთი ასო
არ უშლიდა, მეორეს, ხელს თავის წარმოჩენაში, ყველას განსაკუთრებული ადგილი ქონდა.
მაშინ 1876 წელი იდგა. გადაწყდა, რომ საქართველოში,
სკოლებში, ბავშვები ქართულს, სწორედ ამ წიგნით „დედაენით“ ისწავლიდნენ“.
ვინ იყო იაკობი? იაკობი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო,
მისი დამსახურებით ძალიან ბევრმა ბავშვმა ისწავლა
წერა-კითხვა ქართულად. ის დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორში, სოფელ ვარიანში. იაკობ გოგებაშვილი არის ავტორი „დედაენის“,
„ბუნების კარის“ და უამრავი საბავშვო ნაწარმოების.
სიმღერა
„დედაენაზე“ - სცენაზე ბავშვს შემოაქვს „დედა
ენა“
გავიცნოთ ჩვენი ანბანის მოჩუქურთმებული ასოები.
ა და ი.
ნამგალა ა და ცხენის ნალა ი მუდამ ერთად იყვნენ, ამიტომ არც „დედა ენაში“
დააშორა იაკობმა ერთმანეთს. თანაც, ნახეთ რა ლამაზი ყვავილის სახელია „ია“, დამშვენდა
პირველი გვერდი და გამოიძერწა ყველა პირველ კლასელისათვის საყვარელი წინადადებაც -
„აი ია“.
1-ბარბაქაძე
ლიზი ა, ი ხელში უჭირავს ხელოვნური
იების თაიგული
აი ია, აი ია
აი ია, აი, ია
რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც,
ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია, აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც,
ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია, აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
2-გოგალაძე ილია თ აჩვენებს 5 თითს
ხელს აბია ხუთი
თითი,
მათ ახლავე ჩამოგითვლი;
ცერი, ნეკი, არათითი,
სალოკი და შუათითი.
3-ჩადუნელი მარიამ ს თან აქვს პატარა კალათი
სოკოებით
სოკოები
წვიმიანში დავიბადეთ,
ჯერ სველი გვაქვს ხალათები,
მალე ციდან მზე დაგვხედავს,
წითელ-ყვითლად გავნათდებით.
აბა, სოფლის გოგოებო,
მოამზადეთ კალათები.
4-ხოჯოევი საბა ხ გამოაჩენს ხელით ნაკეთებ
ხერხს
გამოცანა
ხის მტერი ვარ, ტანი ხის მაქვს,
ყბა და კბილი - რკინის,
როცა ვშრომობ, მაშინ მიყვარს
სიმღერა და ლხინი.
/ხერხი/
5-გელაშვილი ლანა ე თავზე უკეთია ყვავილების გვირგვინი
ენძელა
-თქვი, მართალი ენძელა,
ზამთრის სუსხი გეძნელა?
-ძნელი არის, აბა, რა,
თოვლის ცივი ლოგინი,
მაგრამ ყინვა დავძლიე,
გაზაფხულის ლოდინით.
6-ორმოცაძე ტასო უ, ო უთო აქვს თან
უთო
უთო, უთო, უთო ცხელი,
არ დაიწვა უცებ ხელი,
გაუსვი და გამოუსვი ლამაზად და სწრაფად,
შენს დაიკოს მოუხდება გატკეცილი კაბა,
დაჭმუჭნული ტანსაცმელით, ხომ ვერ ივლის აბა?
7-ხაჩიძე რატი ძ
გამოცანა
დღე და ღამე ძაღლს ვდარაჯობ,
მძიმე ტვირთი მაწევს მარტოს,
მტერსაც ვიცნობ, მოკეთესაც,
არ ვღალატობ იმ ჩემს პატრონს.
8-ლომიძე ნინი მ წამოდგებიან
და ჩაეხუტებიან
ერთმანეთს ორ-ორი
მეგობარი
ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა.
ირემმა ირემს ნეტა რა უწოდა? მეგობარი
წიწილამ წიწილას საკენკი
დაუთმო,
წიწილამ წიწილას ნეტა რა გაუთბო? - გული.
მარტოკა დარჩენილ მარტორქას ართობდა ბეღურა...
ბეღურას რა უთხრა მარტორქამ? - მადლობა
9-გრიგალაშვილი დავით შ
შოშია
რად შეშინდი შოშია,
შენ არ გიყეფს გოშია,
დაგიდგება დარაჯად,
არ სჭირდება ფარაჯა;
შემოსძახე
სიმღერა
გულის გასახარადა,
რატომ შეკრთი შოშია,
არას გავნებს გოშია;
იფრინე და იმღერე
ჩვენს ტკბილ სამშობლოშია.
10-ზაზიკაშვილი დავით კ კომბლეს ფორმით
ბრაზიანი სახით ამბობს : - მე კომბლე ვარ, ვინც ჩემს
ცხვრებს ხელს ახლებს, ამ კომბალს თავში ვდრუზავ!-
გაივლის , გამოივლის და ჯდება.
11-გელაშვილი ნანიკო
ვ კალათით აქვს ბალახი
თივა
ჩვენს ბოჩოლას ზამთარში,
როცა ძლიერ ცივა,
რა ექნება საკვებად?-
გემრიელი თივა.
მოვაგროვებთ ბალახებს,
დროზე მოვიმარაგებთ...
და ზამთარში, როდესაც
უსაშველოდ ცივა,
ჩვენს ბოჩოლას საკვებად
რა ექნება?- თივა
მცირე
მუსიკალური ჭრა, აყვებიან ანბანის მუსიკას ბავშვები. გაგრძელდება ისევ.
12-ხვედელიძე ნიკოლოზ ფ თმაზე ოფოფივით
ოფოფი
ეს ოფოფი გაჩეჩილი
ყური უგდეთ რაზე ჩივის:
სავარცხელი არ მაქვსო,
მიველ ვთხოვე მამალსო.
დახმარების მაგივრად
საყვედურით ამავსო,
ასე მითხრა: შე სულელო,
ჩვენი წესი რად არ იცი?
ჯაგრისი და სავარცხელი
ყველასა აქვს თავ-თავისი.
13-ნონიაშვილი დაჩი ნ
ნაკადული
ამ კუდრაჭა ნაკადულმა
კისკისამ და დახატულმა
ერთხელაც არ ჩაიმუხლა,
არსად დაახანა...
ბაღჩა-ბაღჩა ჩაირბინა,
მოლი გადააბიბინა,
ააყვავა ბაღ-ბოსტანი,
ვენახი და ყანა,
ჩემი ქვეყნის მთა და ბარი
ედემს დაამგვანა.
14-გელაშვილი ნიკოლოზ ზ მზე აქვს ხელით გაკეთებული
ვაზი ტირის
-ჩვენი ვაზი უკვე ტირის,
-რატომ ტირის ბაბუა?
-გაზაფხული უხარია,
მარტის მზემ გააბრუა.
-მარტის მზემ გააბრუა?
როგორ ტირის ბაბუა?
-ტირის ჩუმად, ტირის უხმოდ,
ტირის ცრემლის ციალით.
ჩემო ნიკა, შენ კი არ გგავს,
რომ გჩვევია ღრიალი.
15-ტარიელაშვილი დემეტრე რ ირმის რქებით
ირემი
როგორც ცვარ-ნამი მინდორს ,
როგორც სილურჯე ცას,
როგორც ყვავილი მიწას
და სიკაშკაშე ზღვას-
ისე უხდება ირემი
მწვანე ტყესა და მთას.
16-მაისურაძე ლიზი ჩ ბუდე აქვს
გამოცანა
არც აგურის იცის რამე,
არც ცემენტის არევის-
უხელებოდ
აიშენა
სახლი გადასარევი. /ჩიტის ბუდე/
17-ბარბაქაძე ლიზი დ ყვავილებს დედას
მიართმევს.
ხელისგულზე
შენ მაჩუქე მზე და მთვარე
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა!
ყანა, წყარო, ლურჯი მთები,-
რასაც თვალით ვხედავ,
შენ სამშობლოდ მომიძღვენი
საყვარელო დედა!
ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეგიწვას ნეტავ?
შენს ამაგს ვინ გადაიხდის
საყვარელო დედავ!
18-ხარშილაძე ლუკა ღ
ღრუბელი
მოწყენილია ღრუბელი,
ატირდება და ... იწვიმებს,
კრუხს აბა ქოლგა რად უნდა
ფრთებქვეშ იფარავს წიწილებს.
თბილია დედის ბუმბული
ვერას დააკლებთ სიცივე,
გზადაკარგული წიწილა
სადღაც ყანაში წივწივებს.
19-კიკაძე სანდრო ლ ლომის ფაფრით
ცირკის ლომი
ცეცხლის რგოლი,
მორბის ლომი,
ერთი, ორი,
დაჰკრა ტორი.
დაჰქრის კამარ-კამარა,
ფაფარს ცეცხლში დამალავს.
ჯამბაზია დიდებული
კისერჩაკოტიტებული.
მაგრამ როცა რჩება მარტო,
როცა ბავშვებს აღარ ართობს,
როცა ხედავს გალიას
გადარაზულ კარიანს
და დრო არის ძილის,
ლომი ზის და ტირის.
20-სახვაძე ელენე ქ
გამოცანა
როცა ის ამოვარდება,
აწიოკდება მთა-ბარი.
გულშემზარავად ზუზუნებს,
თუმც უჩინარი რამ არის. /ქარი/
სანამ
ჩვენი მოხატული ასოები განაგრძობენ თავის მოწონებას, ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ჩვენს
მიერ პირველ კლასში ნანახი და განცდილი მოკლე კოლაჟით.
ირთვება
მუსიკა და ეკრანზე გადის powerpoint პრეზენტაცია.
21-ადუაშვილი ანი გ გემი აქვს თან
გემი
გემი მოადგა ნავსადგურს
ტვირთით დიდმანძილგავლილი,
წყლის სამეფოში ყოველღამ
ესიზმრებოდა ნაპირი,
ღუზა ჩაუშვა წყალში და
თითქოს ისვენებს დაღლილი.
22-აბრამიშვილი
გაბრიელი ბ ლექსის ბოლოს ლუკასთან ერთად
ჩაეხუტება ბებიას
ბებია
გავისტუმრეთ ზამთარი,
ირგვლივ მწვანე მთებია,
შენს თავზე რომ თოვლია,
რად არ დნება ბებია?
-კუდრაჭებო, ეს თოვლი
გამოვლილი წლებია,
ძველი დარდი- რაც ახლა
თქვენით დამვიწყებია...
23-საღრიშვილი თეკლა პ პეპლის ფრთებით არის
გამოფარფატდა
პეპელა,
ყვავილებს უძღვნა სალამი,
იამ საუზმე მიართვა,
ბალახმა ასვა ცვარ-ნამი.
წყარომ უმღერა რაკრაკით
-რა კარგი ხარო, რა კარგი.
24-ადუაშვილი ანი ყ
იყვნენ ასე ლამაზები!
ყაყაჩოებს წითელ ბაფთებს
ნუ წაართმევ, ქარო,
თორემ მერე სადღა გინდა
სირცხვილს დაემალო?
__იყვნენ ასე ლამაზები,
აღარ გაეკარო!
25-გოგალაძე ილია ც გამოცანა
წვიმის შემდეგ გადაეკრა
ცას ქამარი მრავალფერა. /ცისარტყელა/
26-ხაჩატუროვი მარიამი ტ კატის ყურები და ცხვირზე კატის დრუნჩი
კატა
კატის კნუტი პატარა
ცისფერთვალა, ქუნქულა,
რძის ქოთანში ჩამხტარა,
ჰოდა, სულ გაცქუმფლულა,
პატარაა ძალიან,
შია და თან კრუტუნებს;
რძეს დავუსხამ ლამბაქზე,
წამში შეასრუტუნებს.
27-ორმოცაძე ანასტასია წ
წიგნი აქვს
უკან დამალული
გამოცანა
მე, თუმცა ენა არ მაქვს
მაგრამ როდის ვარ მუნჯი,
ვერ გაიმდიდრებს გონებას,
ვინც არის ჩემი ურჩი. /წიგნი/
28-გელაშვილი ლანა ჭ ჭიამაიებიანი აბადოკით
გამოცანა
განა სიზმარში, ცხადად
ციცქნა ვიხილე ქალი,
მის კოპლებიან კაბას
ვერ მოვაცილე თვალი.
ჩამიჩურჩულა ყურში
ამბავი მთის და ბარი.
მერე გაფრინდა უცებ
საითაც ქროდა ქარი. /ჭიამაია?
29-ზაზიკაშვილი
დათა ჯ ჯოხს ეყრდნობა
ბაბუს ჯოხი
ბაბუს ფეხი სტკივაო,-
ნაღვლობს დათა ბიჭი.
_ჯოხს ეყრდნობა საბრალო,
როგორ უჭირს, როგორ!
მიირბინა მოხუცთან
შვილიშვილმა პატარამ
_მე დამეყრდენ,
შენი ჯოხი
მე ვიქნები, ბაბუა!
30-სახვაძე ელენე ჟ ქოლგით
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა
დიდი მინდორი დანამა,
ჯეჯილმა მუხლი იყარა,
ფერი იცვალა ყანამა.
მალე პურებიც შემოვა,
იხაროს გლეხის ძალამა.
ბნელი გააპოს ნათელმა,
ბოროტი გული დანამა.
31-აბრამიშვილი
გაბრიელი ჰ
გამოცანა
მუდამ შენს ირგვლივ
ვტრიალებ,
მგრძნობ, მაგრამ ვერ მხედავ,
უჩემოდ ვერ იარსებებ,
მე ვარ სიცოცხლის
დედა. /ჰაერი/
ჩვენმა
პატარებმა წარმოგვიდგინეს ქართული ანბანის ასოები იაკობ გოგებაშვილის „დედა ენისეული“ მიმდევრობით. ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ
და გავიზარდეთ, მაგრამ უფრო მეტი გვაქვს სანახავი და სასწავლი, ამიტომ არ გემშვიდობებით;
შევხვდებით მე-2 კლასში.
No comments:
Post a Comment