გაიცანი, ეს შენი
საქართველოა!
წამყვანი 1
მოგესალმებით, ჩვენ, მესამე ბ კლასის მოსწავლეები, ვამთავრებთ
მესამე კლასს და გვინდა გაგვიცნოთ, ჩვენზე იცოდეთ. ჩვენი პატარა წარმოდგენით, გვინდა
დაგანახოთ , რომ ჩვენც ისეთივე საამაყო ქართველები ვიზრდებით, როგორიც ჩვენი წინამორბედი
თაობები, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მისი ტრადიციები, მისი კუთხეების მონახულების
სურვილი ჩვენც გვაქვს, ჩვენთვისაც ძვირფასია, გვერქვას - ქართველი.
წამყვანი 2
როდესაც ვფიქრობდით, რა წარმოგვედგინა თქვენთვის, გადავწყვიტეთ,
შევხებოდით საკმაოდ ფაქიზ და აქტუალურ თემას - საქართველოდან ემიგრაციაში წასულ ოჯახებს.
ამ ოჯახებში ხომ მომავალი ქართველები იბადებიან და იზრდებიან.
ჩვენ მოგიყვებით ერთ ნამდვილ ამბავს,
რომელიც ჩვენს თანატოლს გადახდა თავს.
ის, ერთ, ლამაზ, ზაფხულს, არდადეგების გასატარებლად ეწვია საქართველოს.
ეს მარიას, პირველი ვიზიტი იყო, ჩვენს ლამაზ, თავისებური ტრადიციებით, ცეკვა-სიმღერითა
და საოცარი ბუნებით ცნობილ ქვეყანაში.
წამყვანი 3
არა, არ იფიქროთ, რომ იგი უცხოელია და იმიტომ იყო მისთვის
ყველაფერი უცხო, ამოუცნობი, საინტერესო და ხანდახანა საშიშიც კი. ის ქართველია, ქართველი მშობლების შვილი, თუმცა
საქართველოდან შორს, უცხო ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი. იქაური მეგობრები ჰყავს,
იმ ქვეყნის ქალაქებს იცნობს, იქაური გარემოა მისთვის ნაცნობი და ახლობელი.
(შემოდის მარია (ჩამოსული ბავშვი) სცენაზე, დაბნეული
იხედება აქეთ- იქით მიდის მასთან დეიდაშვილი).
დეიდაშვილი-რატომ ხარ მოწყენილი მარია? როცა კომპიუტერით
ვსაუბრობდით, ყოველთვის მხიარული იყავი, შენ მეგობრებთან ერთადაც, ყველა ფოტოში კარგ
ხასიათზე ხარ, ახლა კი მოიწყინე, რა არის მიზეზი?
მარია-შენი საუბარი კი მესმის, მაგრამ ქართულად ვერ
ვსაუბრობ, ხომ იცი? აქ, აბა, ვის რას გავაგებინებ? სახლში ხომ არ ჩავიკეტები? (ინგლისურად)
დეიდაშვილი- შენ მაგაზე ნუ იდარდებ, მე სულ შენს გვერდით
ვიქნები და ყველა ჩემ მეგობარს გაგაცნობ. ერთად ბევრგან წავალთ და სხვებსაც გავიცნობთ,
მთავარია, შენ გამხიარულდე. შენი ქართული თავგადასავალი იწყება! მე გპირდები, რომ არდადეგების
ბოლოს, შენ ქართულად მშვენივრად ილაპარაკებ.
სკამებზე ერთად სხედან უბნის ბავშვები, სულ 5
დეიდაშვილი და მარია მათთან მიდიან და სხდებიან.
დეიდაშვილი - ბავშვებო, გაიცანით, ჩემი დეიდაშვილი,
მარია. მარია პირველადაა საქართველოში და მისთვის ყველაფერი ახალი და საინტერესოა.
ბავშვი 1 - გამარჯობა, მარია, ჩვენ აქ ახლოს ვცხოვრობთ
და საღამოობით ასე ვიკრიბებით ხოლმე, ჩვენ ძალიან გვიყვარს ასე ერთად გართობა, ხან
სკეიტით, ხან გორგოლაჭებით, შენც შემოგვიერთდი.
ბავშვი 2 - ველოსიპედი გაქვს ? თუ არ გაქვს ჩემსას გათხოვებ,
გავისეირნოთ და ახლო-მახლო ქალაქის ქუჩებსაც დაგათვალიერებინებთ. ბავშვი1-ს მიუბრუნდება
- შენ შენი სკეიტით წამოდი, ვაჩვენოთ მარიას, როგორი ილეთების შესრულება იცი.
ბავშვი 3 - არ გეზარებათ ქუჩებში ხეტიალი/ ბურთს გამოვიტან
და აქვე სტადიონზე შევიდეთ და კალთბურთი ვითამაშოთ. მარია, გიყვარს კალათბურთის თამაში?
იცი რა მაგრად ვაგდებ ბურთს კალათში?
ბავშვი 4 - ბავშვი 3-ს შენ და შენი კალათბურთი, კი მართლა
კარგად თამაშობ, მაგრამ ვინც შენსავით მაღლები არ ვართ, რა ვქნათ, როგორ გავერთოთ და
მარიასაც იქნებ საერთოდ არ მოსწონს კალთბურთი. გადახედავ მარიას - ასე არაა ?
მარია - (იცინის) მომწონს კალათბურთი მაგრამ გორგოლაჭებით
სეირნობა მირჩევნია.( ინგლისურად).
ბავშვი 5 - დგება მიდის ეკასთან, ხვევს ხელს და ამბობს
- გადაწყდა, გამოვიტანოთ ყველამ ვისაც რა გვაქვს ბორბლებზე და გავისეირნოთ. მე ველოსიპედი
ყველაფერს მირჩევნია.
ყველანი ერთად დგებიან და დაბლა ჩამოდიან.
დეიდაშვილი მარიას - მივიდეთ სახლში, მე სკეიტს წამოვიღებ,
შენ ჩემი ველოსიპედი წამოიყვანე და შევუერთდეთ ბავშვებს. რას იტყვი, როგორ მოგეწონა
ჩემი მეგობრები ?
მარია - ძალიან კარგი და მხიარული ბავშვები არიან. ისინის
ჩამოდიან დაბლა.
ამ დროს სცენაზე ადის დიჯეი.
დიჯეი - აბა ვის უნდა ამ საღამოს იცეკვოს? როგორც ვიცი
სტუმარი გვყავს უცხოეთიდან, თავი არ შეირცხვინოთ, ვაჩვენოთ, ჩვენც როგორ შეგვიძლია
მათი საამაყო ჰიპ-ჰოპის ცეკვა.
ირთვება მუსიკა. დაბლა ჩასული ბავშვები ნახევარწრედ
შემოდგებიან, საცეკვაოდ გამოდის თანამედროვე ცეკვების გუნდი, მარია და დეიდაშვილიც
უერთდებიან, ასევე, ანიშნებენ და ვისაც სურს, შეუძლია შეუერთდეს. სრულდება ჰიპ-ჰოპი,
ბრეიქდანსი, მხატვრული ტანვარჯიშჯის ილეთები.
ცეკვის დასრულების შემდეგ, ამ სცენის ბავშვები დაბლა, დანარჩენებთან იკავებენ ადგილს. სცენაზე
შემოდის ოჯახი : დეიდაშვილის დედა, მამა, ორი სტუმარი გოგონა. სცენაზე ადიან მარია
და დეიდაშვილი და სხდებიან მათთან.
მამა - აბა რას იტყვით, როგორ გაატარეთ დრო, მთელი დღე,
რომ არ შემოსულხართ სახლში?
მარია -ძალიან მაგარი იყო! (ქართულად)
დეიდაშვილი - მარია ჩემს მეგობრებს გავაცანი, მერე ვისერნეთ
და ვიცეკვეთ კიდეც. ძალიან დავიღალეთ. დე, გვშია.
მამა - მე წავალ, დავიძინებ, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე,
სათევზაოდ უნდა წავიდე. თქვენც გემრიელ თევზს მოგიტანთ.
დეიდაშვილი - ჩვენც წაგვიყვანე რაა, მარიას მიუბრუნდება
- სათევზაოდ წავიდეთ ?
მარია - კი, წავიდეთ.
დედა - რა გინდათ მდინარეზე, რა გინდათ მდინარეზე, არ
სჯობს სახლში დარჩეთ და მე მომეხმაროთ, გემრიელი ხაჭაპურის გამოცხობაში ? მარიას გავცნოთ,
როგორია ნამდვილი ქართული კერძები?
სტუმარი გოგონა 1- მარია, იცი, ჩვენი ქართული სამზარეულო,
მთელ მსოფლიოში გამორჩეული და განთქმულია, ისეთი კერძები მზადდება, როგორიც სხვაგან
არსად, მაგალითად, ლობიო თიხის ქოთანში, ხინკალი, ხაჭაპური, გაგისინჯავს? მარია თავს
აქნევს უარის ნიშნად.
სტუმარი გოგონა 2 - ხოდა აქ არ ვართ, ხვალ მოვამზადოთ
ნამდვილი ქართული კერძები და ვაჩვენოთ მარიას, როგორია ქართული სტუმარ-მასპინძლობის
ტრადიცია.
სცენის კიდეზე ჩამომსხდარი არიან ანკესებით ორი მეთევზე
ბიჭი.
მათთან მიდიან და ჩამოსხდებიან მამა, დეიდაშვილი და
მარია.
მამა - გამარჯობა, ბიჭებო, ნეტავ როგორი დღე გვექნება
დღეს?
მეთევზე 1 - როგორ მოხდა, რომ შენ ბავშვები წამოიყვანე?
მამა - ჩემი მეუღლის დისშვილია ჩამოსული უცხოეთიდან,
პირველადაა საქართველოში, ვცდილობთ გავაცნოთ აქაურობა.
მეთევზე 1 – (ამ დროს ირთვება ვიდეო ბუნების ხმებით,
ჩიტების ჟრიამული, მდინარის ჩუხჩუხი და საქართველოს ხედები) აბა ასეთ ლამაზ ადგილას,
როგორ არ უნდა მოგეყვანა? ნახე, რა სილამაზეა, გარშემო ამწვანებული მთები, მდინარის
ჩუმი ჩხრიალი, გრილი, სასიამოვნო სიო, ჩიტების ჟრიამული, მარჯვნივ გაიხედავ ხიდი მდინარეზე,
მარცხნივ გაიხედავ და - სასწაული, ამომავალი მზე! ხანდახან მგონია, ასე ლამაზად მზე
მხოლოდ ჩვენ სამშობლოში ამოდის.
მეთევზე 2 - არ გგონია, მართლა ასეა! ყველა ადამიანისათვის
სამშობლო მარტო დაბადების ადგილი კი არაა, სამშობლო ის ჰაერია, ის მიწა, ის წყალი,
რომელიც გაცოცხლებს. სამშობლო ის ადამიანები არიან, სულს და გულს რომ გაგითბობენ. სამშობლო
ის ადგილია, საიდანაც წასვლა არ მოგინდება, თუ მაინც მოხდა და წახვედი, შენი მთავარი
ოცნება უკან დაბრუნება ხდება. გაიხედე, მარია, მინდორს ხედავ? დიდი ხნის წინ, აქ ბრძოლა
გაიმართა, ქართველებმა თავისზე ბევრად მეტი მტერი დაამარცხეს და გაიმარჯვეს. მრავალი
ასეთი თავდადებული წინაპრის დამსახურებაა, რომ ჩვენ ისევ ქართველები გვქვია.
ყველა ჩუმდება.
მეთევზეები ჩამოდიან დაბლა. მამა, მარია, დეიდაშვილი,
ბრუნდებიან დედასთან.
წამყვანი 4 ადის სცენაზე - მარია, პატარა გოგონა, სულ
რამდენიმე დღის ჩამოსული საქართველოში, ფიქრობდა, რომ ერთდროულად ორ განსხვავებულ სამყაროში
აღმოჩნდა - პირველი, ისეთი იყო, როგორიც მასთან უცხოეთში, ხოლო მეორე - სულ სხვანაირი
ჩანდა. მარიას ის მეორე, უცნობი საქართველო უფრო საინტერესო მოეჩვენა და უფრო მეტი
გაგება მოუნდა სამშობლოზე. ასე ფაქიზად რომ წარმოთქვამდნენ ხოლმე მისი მშობლებიც და
ხანდახან ცრემლი წამოუვიდოდათ.
მარიასთან
მიდის დეიდაშვილი 2.
დეიდაშვილი 2 - სოფლიდან დამირეკეს, ხვალ უნდა წავიდე,
მარიაც წამოვიდეს ჩემთან ერთად, ვაჩვენებ როგორები არიან ნამდვილი, უშუალო ადამიანები, როგორია ჩვენი სოფელი, როგროც ვიცი
კონცერტიც იგეგმება.
მარია - ძალიან მინდა წამოსვლა, ცხენებსაც ვნახავთ?
( ქართულად)
დედა - რა კარგია მარია, ხედავ, შენ უკვე დაიწყე ქართულად
საუბარი!
დაბლა ჩამოდიან ოჯახის სცენის მონაწილეები. ადიან ავტობუსის
ხალხი - მძღოლი და სამი მგზავრი მათთან სხდებიან მარია და დეიდაშვილი 2.
მძღოლი - მალე გავალთ, ვინც მოდის დაიკავეთ ადგილები,
ხომ იცით გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მარიას გადახედავს და დეიდაშვილი 2ს ეკითხება - ეს ვინაა? არ მეცნობა.
დეიდაშვილი 2 - ჩემი ნათესავია, უცხოეთიდანაა ჩამოსული
სტუმრად და მომყავს სოფელში.
მგზავრი 1 - ქართული ლაპარაკი თუ იცის? სოფელში რომ
მოგყავს, ის რა უნდა გააკეთოს ?(ჩაიცინებს)
მგზავრი 2 - ისე რა საინტერესოა, როგორ უნდა გავაგებინოთ
რამე?
დეიდაშვილი 2 - ქართული ლაპარაკი ესმის, მაგრამ თვითონ
კარგად ვერ საუბრობს ქართულად.
მგზავრი 1 - თავიდანვე ვერ თქვი? მარიას - რა გქვია?
იცი სოფელში რომ ავალთ, ჩემთან წამოდი, რამე საინტერესო ფილმს ვუყუროთ, თან ბატიბუტი
მივირთვათ.
მგზავრი 3 - კარგი, რა ფილმი. ფილმები, ტელევიზორები
და კომპიუტერები ყელში ექნება ამოსული, სადაც ცხოვრობს იქაც. მე ვფიქრობ უკეთესია,
ყველა ერთად, თუ წავალთ ცხენებით სასეირნოდ, უფროსებს ვუთხრათ და დაგვეხმარებიან.
მარია - ჩემი ოცნებაა ცხენზე ჯდომა ვისწავლო.
მგზავრი 3 - ხოდა ძალიან კარგი! იცი ქართველები ოდითგანვე
საუკეთესო მხედრები იყვნენ. ბრძოლაში თუ მშვიდობაში, არამარტო კაცები და ქალებიც. ერთი
ქართული ფილმია - მაია წყნეთელი, შენ ალბათ არ გექნება ნანახი, ერთად ვუყუროთ. იქაა,
როგორი მამაცები იყვნენ ქართველი ქალები და ნახავ, როგორ თამამად დააჯირითებდნენ ცხენებს.
მგზავრი 1 - მე მეშინია ცხენზე ჯდომის, რომ გადმოვვარდე?
მაგრამ არა უშავს მეც წამოვალ და ჩემს სახატავ იარაღებს წამოვიღებ. ბუნების ლამაზი
პეიზაჟების დახატვა, ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
მგზავრი 2 - მარია, ხომ არ შეგაშინეს გოგოებმა? ისინი
ძალიან უშუალო და მეგობრულები არიან ჩვენთან, სოფელში ასეთი გამოთქმა გვაქვს - „სტუმარი
ღვთისაა“ - ეს ნიშნავს, რომ როდესაც სტუმარი გვეწვევა, რაც კი რამ საუკეთესო გვაქვს
გადანახული, მისთვის გვინდა. საჭმელ-სასმელი იქნება ეს თუ რაიმე სხვა. სტუმარის პატივისცემაზე,
ნაწარმოებებიც კი გვაქვს მიძღვნილი. ჩვენთან სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღიაა.
მძღოლი - თქვენ საუბარში მეც ჩავერთვები გოგონებო და
გეტყვით, რომ ისეირნებთ, სტუმართან და უფროსებთან ერთან, მეწვიეთ, ვაჩვენოთ გოგონას
ნამდვილი ქართული სუფრა.
ყველანი ჩამოდიან დაბლა. სცენაზე ადის სახალხო ცეკვების
კონცერტის წამყვანი.
კონცერტის წამყვანი - დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, იმისათვის,
რომ ვნახოთ როგორ შეუძლია თანამედროვე თაობას, ტრადიციული ქართული ხელოვნების - ცეკვის,
სიმღერის შესრულება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ბავშვებზე ამბობენ ტელეფონის
გარდა არაფერი აინტერსებთ, ყველაფერი უცხოური მოსწონთ და ქართულს პატივს არაფერს სცემენო, ჩვენი ღონისძიებით
კი გვინდა დაგარწმუნოთ საპირისპიროში, რომ მიუხედავად ჩვენი გარეგნობისა და ჩაცმულობისა,
ჩვენც ისევე გვიყვარს ქართული ცეკვა-სიმღერა, როგორც თქვენ გიყვარდათ და გიყვართ. ჩვენ
გავიზრდებით, ქვეყნის ფარგლებს გავცდებით და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ როგორი განსაკუთრებულია
ჩვენი ფოლკლორი. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ ახალგაზრდებს.
სცენის ქვემოთ გამოდიან ქართულის მოცეკვავე ჯგუფის წევრები.
ირთვება აჭარული. აჭარულს ცეკვავენ თანამედროვედ ჩაცმული ბავშვები.
აჭარულის შემდეგ, სცენაზე ააქვთ გაშლილი სუფრით მაგიდა.
გარშემო სხდებიან მასპინძელი (მძღოლი) და მისი ოჯახის წევრები: 1 გოგონა და 3 ბიჭი.
შემოდიან დეიდაშვილი2 მარია.
დიასახლისი - მობრძანდით, ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა.
მარია - კეთილი იყოს ჩემი ფეხი.
დიასახლისი- გადაეხვევა, მადლობა, ჩემო კარგო. მოდი,
მოდი არ მოგერიდოს. სტუმარი ყველაზე მთავარია, მიმართავს მაგიდასთან მსხდომებს - აბა
თქვენ იცით, გოგონები არ დამიჩაგროთ. მე ახლავე მოვალ.
მარია- გადახედავს სუფრას, ნუცას ეკითხება- რამდენი
რამეა, სულ უნდა შევჭამოთ?- ეკას პასუხობს სუფრის წევრი 1.
სუფრის წევრი 1 - ქართული სუფრა, სწორედ იმითაა განსაკუთრებული,
რომ იქ ყოველთვის ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული საჭმელია და ყველაფერი ძალიან
გემრიელი. კი, სტუმარმა ყველაფერი უნდა გასინჯოს და შეაფასოს, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ,
რა მოეწონა და რა არა. სუფრაზე ყველა გაიცინებს.
სუფრის წევრი 2 - ახლა კი სერიოზულად, მივყვეთ ქართული
სუფრის ტრადიციას და თამადას გადავულოცოთ სუფრის გაძღოლა. ნიკოლოზ, შენ გნიშნავ თამადად,
აბა შენ იცი!
თამადა - მადლობა, 1-ლი სადღეგრძელო.(უფლის სადიდებელი)
ვადიდოთ უფალი! მისი მფარველობა და შემწეობა ამ ოჯახს და სრულიად საქართველოს!
სუფრის წევრი 1 -
ასეა, ქართველი ლუკმას ისე არ შეჭამდა, პირველ რიგში უფლისთვის რომ არ გადაეხადა
მადლობა. არც ჩვენ დავივიწყოთ და ჩვენ შთამომავლობასაც გადავცეთ.
თამადა - მე-2 სადღეგრძელო - (საქართველოს სადღეგრძელო).
სამშობლო ყველას უყვარს ამქვეყნად, ეს ქართველთა პრივილეგია სულაც არ არის, მაგრამ
მაგიდასთან ამ სიყვარულის გულწრფელად და ლამაზად გამოხატვის აუცილებლობა მხოლოდ ჩვენი,
ამ მადლიანი და მრავალტანჯული მიწის შვილთა თვისებაა. მაშ, გაუმარჯოს, ამ მადლიან და
მრავალტანჯულ მიწას! გაუმარჯოს, დღეს დასუსტებულ, მაგრამ სულ მალე ფენიქსივით საკუთარი
ფერფლიდან აღმდგარსა და აფრენილ საქართველოს!
„ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი,
ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი...
მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები.
მთაში მზე დანაბინდები, ტყეში ქორბუდა ირმები.
საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!“
მარია - (დიასახლისს),
აქ ყველაფერი მართლ რა გემრიელია, ყველაფერი პირველად გავსინჯე და ვფიქრობ, რომ ამის
შემდეგ გამიჭირდება, რაიმეს გემრიელი ვუწოდო.
დიასახლისი - ეს იმიტომ, რომ ქართული ჰაერი, ქართული
წყალი ქმნის განსაკუთრებულს ყველაფერს, თორემ მომზადებით, შესაძლოა ყველგან ერთნაირად
მზადდებოდეს. არ დაგვივიწყო, აქ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ.
ყველა ჩამოდის დაბლა. სცენაზე ადის წამყვანი 5.
წამყვანი 5 - მარიას არდადეგები დასრულდა და ის აეროპორტში
ახალშეძენილმა მეგობრებმა გააცილეს. თვითმფრინავის ილუმინატორიდან ჩანდა კავკასიონის
დათოვლილი მთების გრძელი ჯაჭვი, თვითმფრინავის სალონში ისმოდა ქართული გადაძახილ-გადმოძახილი
და მარია ფიქრობდა, რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა უკან. მას არსად არ უგრძვნია თავი
ისე კარგად, როგორც სამშობლოში.
მაინც რა ყოფილა სამშობლო? მარტო რუკის ნაწილი, სადაც
დაიბადე? არა, ის რაღაც სხვა ყოფილა, ისეთი, რაც ძალიან ღრმად, გულამდე აღწევს, სამუდამოდ
იქ რჩება და მუდმივად უკან დასაბრუნებლად ექაჩება
გულს.
ყველა ადის სცენაზე, ჩაკიდებენ ხელს და მღერიან „საით
მიდიან ნეტავ“.
ყველაზე ლამაზი ახალი წელი
(სცენარი)
დეკორაციები - სცენის ფარდებზე თოვლის ფიფქები, სახლების
ფასადები, განათებული ფანჯრებით, თეთრი ღობეები, მაღალი კოშკურა მრგვალი საათით, დაბლა
სცენაზე თეთრი ქაღალდი ან ქსოვილი ან ბამბა (თოვლთან მიმსგავსებული), სკამები ფანჯრისკენ
ნახევარწრედ.
სახლებიდან სინათლე გამოდის, სიჩუმეა. სახლებს უკან
არის ბავშვების გარკვეული რაოდენობა, ზოგი სკამებზე ზის სცენის განაპირას (წამყვანები).
1ლიზი ბარბაქაძე
წამყვანი 1 - ზამთრის პირქუში საღამოა. სოფლის მაცხოვრებლები თავიანთ სახლებში
არიან შეკეტილი და დათოვლილ ქუჩებში ჩამი-ჩუმი არ ისმის. სოფელში რომ ნამდვილად არის
ხალხი, ამას მხოლოდ საახალწლოდ განათებული სახლების ფანჯრები მოწმობს. ძაღლის ყეფაც
კი არ ისმის, მზრუნველმა პატრონებმა ისინიც შინ შეიყვანეს და სითბოსა და სინათლეში
ყავთ, თავისთან.
2დავით გრიგალაშვილი
წამყვანი 2 - არადა, არ არის ეს ჩვეულებრივი საღამო, ამ ღამით ახალი წელი
დგება! ეჰ, ყველაზე მაღალ კოშკურაზე მოწიკწიკე საათს ახსოვს დრო, როდესაც სოფლის ქუჩები
თბილად ჩაცმული ბავშვების ჟრიამულს ვერ იტევდა, მაცხოვრებლები კი გაღიმებული სახეებით
ერთიმეორესთან გადარბოდნენ, არიქა, საახალწლო სამზადისისთვის არაფერი დაეკლოთ.
3მარიამ ჩადუნელი
წამყვანი 3 - ახლა კი, დუმს ქუჩები და საათი სიმარტოვეშია, მასაც რომ მობეზრდეს და
შეწყვიტოს წიკწიკი, სოფელში ისეთი სიჩუმე გაბატონდება, რომ შესაძლოა ახალმა წელმა იფიქროს,
აქ მაინც არავინ ცხოვრობსო და გადაიფიქროს აქ შემოსვლა. - მაგრამ, არა, მოიცა (მიაყურადებს),
ეს თოვლის ჭრაჭუნის ხმა არაა? ესე იგი ვიღაც მოდის (ყურზე ხელს მიიდებს და მიტრიალდება
იქით, საიდანაც მოხუცი მოდის).
შემოდის ტანზე გრძელი ლაბადით, ხელში ჯოხით, თავზე ქუდით
მოხუცი, უცნობი ქალი.
4ლუკა ხარშილაძე
წამყვანი 4 - ნეტავ ვინ უნდა იყოს? კოშკურის საათი ინტერესმა იმდენად შეიპყრო, რომ
ისრების წინ წაწევა, კინაღამ დაავიწყდა.
მოხუცი შედგება პირველი სახლის კართან და დააკაკუნებს
ჯოხით. კარს გააღებს ბავშვი და გაუცინებს, უკან მოჰყვება დედა, რომელიც მკაცრი ტონის
ეუბნება:
5მარიამ ხაჩატურივი
1 მეზობელი - (მკაცრად) ხომ გითხარი, უცხოებს კარი არ გაუღო! შედი ახლავე
სახლში! (დააპირებს კარის მოხურვას, მაგრამ მოხუცი ხმამაღლა შეაჩერებს:
6თეკლა საღრიშვილი
მოხუცი - ახალ წელს გილოცავ შვილო! ძალიან მშია, შეგიძლია რამით გამიმასპინძლდე?
მარიამ ხაჩატურივი1
მეზობელი - მობრძანდი, მიირთვი!
თეკლა საღრიშვილი
მოხუცი - არა შინ არ შემოვალ, თუ რამე გემეტება ჩემთვის, პატარა მაგიდით
გარეთ, აქ გამომიტანე!
მეზობელი შინ შევა.
მოხუცი ახლა მეზობელ სახლთან გადავა და იქაც დააკაკუნებს.
7ლანა გელაშვილი2
მეზობელი - (გაბრაზებული) ვინ ხარ და რა გინდა?
თეკლა საღრიშვილი
მოხუცი - ძალიან მშია, თუ რამე გაქვს შეგიძლია დამაპურო?
ლანა გელაშვილი
2 მეზობელი - შემოდი და გაჭმევ რამეს.
თეკლა საღრიშვილი
მოხუცი - აქ დაგელოდები, თუ გემეტება რამე, აქ გამომიტანე.
დიასახლისი აქაც შინ შებრუნდება.
მოხუცი მესამე სახლთან მივა, აკაკუნებს.
8ანასტასია ორმოცაძე
3 მეზობელი - ვინ არის ამ ახალი წლის ღამეს, თქვენ სახლში ვერ შეხვდებით ახალ წელს?
ხალხის შეწუხება რა ამბავია?
თეკლა საღრიშვილი
მოხუცი - (საწყლად) ძალიან ცუდად ვარ, ამ ახალი წლის ღამით ნუ მომკლავ
შიმშილით, იქნებ გამიმასპინძლდე რამით?
ანასტასია ორმოცაძე
3 მეზობელი - აქ გაჩერდი, რამეს მოგაწოდებ! (შედის სახლში)
მოხუცი გზას გააგრძელებს და სცენის ბოლოში ნაძვის ხეებთან
მიიმალება.
პირველი, მეორე და მესამე მეზობლები ერთმანეთის მიყოლებით
გამოდიან პატარა მაგიდებით ხელში, ზედ საახალწლო ნუგბარით და დაბნეულები იყურებიან
აქეთ-იქით. ერთმანეთს გადაულაპარაკებენ.
მარიამ ხაჩატურივი1
მეზობელი - ჩემთან ერთი ქალი იყო მოსული, შიოდა, ნეტავ სად გაქრა?
ლანა გელაშვილი
2 მეზობელი - ჩემთანაც იყო ერთი საცოდავი ქალი, საჭმელი გამოვუტანე, მაგრამ
არ ჩანს.
ანასტასია ორმოცაძე
3 მეზობელი - მე კარებთან მელოდებოდა ერთი მათხოვარი, უნდა მიმეცა ლუკმა, მაგრამ არ
ჩანს.
9დაჩი ნონიაშვილი
წამყვანი 4 - საათი კოშკურიდან უკვე დიდი ინტერესით იყურებოდა და ელოდა თუ რა მოხდებოდა
შემდეგ, და აი რა მოხდა:
მეზობლები მაგიდებს აერთებენ ერთმანეთთან.
10ილია გოგალაძე 1 მეზობელი - ნიკოლოზ გელაშვილი 2 მეზობელს: რა ლამაზი
ღამეა, ახალი წლის შესაფერი, როგორ უხდება თოვლი ჩვენს სოფელს!
11ნიკოლოზ გელაშვილი
2 მეზობელი - მართალი ხარ ასეთი მშვენიერი ახალი წლის ღამეა ჩვენ კი სახლიდან
გარეთ გამოსვლაც არ გვინდოდა.
მათთან მიდის 3 მეზობელი - ანასტასია ორმოცაძე აბა დავიწყოთ
საახალწლო ნადიმი?
მაგიდების ირგვლივ სკამებზე სხდებიან სოფლის მაცხოვრებლები.
12დათა ზაზიკაშვილი
წამყვანი 5 - სოფლის მაცხოვრებლებმა იგრძნეს, რომ ასე ერთად ახალი წლის
შეხვედრა გაცილებით სახალისო იქნებოდა, ამიტომაც შინ შებრუნება აღარავის უფიქრია.
13გაბრიელი წამყვანი
6 - მალე დიასახლისებს ოჯახის სხვა წევრებიც შემოუერთდნენ, ვის რომელი ღვინო მოჰქონდა
- ახალი წელი ხომ უნდა დაელოცათ? ბავშვებმა თავად მოიფიქრეს - გამორთეს ტელევიზორები
და კომპიუტერები , თბილად ჩაიცვეს და უფროსებს გამოჰყვნენ გარეთ.
14დემეტრე ტარიელაშვილი
წამყვანი 7 - ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი, ერთმანეთის გადაძახილი, ჭიქების
ჭახუნი. (ამ დროს მაგიდასთან მსხდომები ერთმანეთს უჭახუნებენ ჭიქებს.)მაგრამ არსად
ჩანდა მოხუცი ქალი, რომელმაც შეძლო და ეს სახლებში თბილად მოკალათებული ხალხის გარეთ
გამოიყვანა ერთმანეთს შეახვედრა..
15ანი ადუაშვილი
წამყვანი 8 - ცამ იგრძნო, რომ დრო იყო და წამოვიდა ფიფქები, ბებერმა საათმა
იგრძნო რომ დრო იყო და ისე ომახიანად, როგორც არასდროს, აახმაურა თავისი გული (ამ დროს
გაისმის საათის გუგუნის ხმა), როდესაც საათის ისრების 12- თან შეერთდა.
მაგიდასთან მსხდომები წამოდგებიან ჭიქებით ხელში
16აკაკი ლომსაძე
4 მეზობელი - ახალი წელი დადგა!
გილოცავთ!
17სანდრო კიკაძე
5 მეზობელი - გილოცავთ, გილოცავთ ყველას, ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს!
18ნიკოლოზ ხვედელიძე
6 მეზობელი - რა სილამაზეა ირგვლივ, რა სინათლეა, თითქოს ღამე განათდა
და ირგვლივ უთვალავი ციცინათელა დაფარფატებს.
მოპირდაპირე მხრიდან გამოდის მოსასხამიანი ქალი, უცბად
ყველა გაჩუმდება და ელოდება, დასხდებიან თავ-თავიანთ ადგილებზე.
19ნინი ლომიძე წამყვანი
9 - ყველას აინტერესებდა ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ კითხვის დასმას ვერავინ ბედავდა.
საათიც გაიტრუნა. (ქალი მაგიდის განაპირას მსხდომი ქალის კაცისა და პატარა გოგონასაკენ
წავა და მოსასხამს ნელ-ნელა მოიხსნის, ჯოხს ძირს დააგდებს და წელში გაიმართება).
20ნანიკო გელაშვილი
გოგონა - (წამოხტება გახარებული და ჩაეხუტება ქალს) დედაა! დედიკო!! როგორ მომენატრე!
21ელენე სახვაძე
წამყვანი 10 - თურმე მოხუცი ქალი, პატარა ანაბელის დედიკო ყოფილა, დედას
და შვილს ერთმანეთი რამდენიმე წელი არ ენახათ და ახლა მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა!
22რატი ხაჩიძე წამყვანი
11 - ეს როგორი ახალი წელი დადგა ამ ლამაზ სოფელში, პატარა გოგონას ფარული ოცნება ახდა!
თქვენც აგხდენოდეთ საუკეთესო საახალწლო ოცნებები და სურვილები!
2 სიმღერა
- ფიფქებო
მეორე ნაწილი
მე
- ჩვენი პატარები აღარც ისე პატარები აღარ არიან, ამიტომ ბევრი კითხვა დაუგროვდათ ახალ
წელთან დაკავშირებით, დღეს ამ კითხვებს ყველას თვალწინ დაუსვამენ საკუთარ დედიკოებს.
დედიკოებო მოემზადეთ, ყველაზე ჩამჭრელ კითხვებს უნდა უპასუხოთ!
ღრუბლებს იქითა სამეფოში
სცენის აღწერილობა
· სცენის შუაში დგას მორთული დიდი ნაძვის ხე. გარშემო და უკან, აწყვია რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ნაძვის ხე.
· დიდ ნაძვის ხესთან აწყვია შეფუთული ყუთები საახალწლოდ გაფორმებული. ერთი გამორჩეულად დიდი ყუთი.
· ნაძვის ხის აქეთ-იქით დგას სავარძლები და სხედან სანტა და თოვლის პაპა.
· ერთ-ერთ საშუალო ნაძვის ხესთან სხედან სპაიდერმენი და ბეტმენი.
· მეორე მხარეს სავარძლებში სხედან მეფე და დედოფალი.
· მათ გვერდით საახალწლოდ მორთული სახლის მაკეტთან სხედან 3 გოჭი და მგელი.
· სპაიდერმენის და ბეტმენის გაყოლებაზე ახლოსვე, დგას დიდი სარკე. სარკის ირგვლი სხედან ფიფქია, რაპუნცელი,წითელქუდა და კონკია.
· ქალთევზა შემოსკუპულია დიდი საჩუქრის ყუთზე, ფერია ზის დაბალ საჩუქრის ყუთზე.
· გოჭების გასწვრივ დგას ბუხარი, ბუხრის ირგვლივ სამფეხა სკამებზე სხედან კომბლე, ნაცარქექია, წუნა და წრუწუნა.
· ამ ყველაფრის წინ, განმარტოებით, კიბეებთან ზის ჯადოქარი და ავი მზერით ათვალიერებს გარემოს.
· სცენაზე ასვლამდე, დარბაზში, გამოფენილია, ბავშვების ხელით შექმნილი საახალწლო პოსტერი, გვირგვინები, ნახატები და ნაკეთობები. ასევე, სურათებიანი ჩარჩო.
· მის გვერდით, გამოკრულია ბანერი წარწერით „ღრუბლებს იქითა სამეფო“.
· ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს, გაფორმებულია გირლანდებით , ბრჭყვიალებით.
· სცენის ამაღლებული ნაწილი დაფარულია ბრჭყვიალა ქაღალდით გამოჭრილი ღუბლებით.
· პროექტორის საშუალების ეკრანზე გადის საახალწლო ფონები და ისმის დაბალ ხმაზე სასიამოვნო მუსიკა.
მე - მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, მოწვეულო სტუმრებო და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისათვის! მე და ჩემს პატარებს გვინდა, რომ საახალწლოდ, ზღაპრულ სამყაროში გამოგზაუროთ და ცოტა ხნით დაგაბრუნოთ ბავშვობაში.
მაშ, ასე, ჩვენ ვიწყებთ!
მთხრობელი - გიყვართ მაღლა, ცაში ახედვა? ალბათ ხშირად დაგინახავთ ცაში ღრუბლები. ღრუბლებით, ხან მთლიანად იფარება მთელი ცა, ხან კი საერთოდ არ ჩანან. არ გაინტერესებთ რა არის სულ ზემოთ, ღრუბლების მაღლა? იქ ღრუბლებს იქითა სამეფოა. სამეფოს ბინადრებს კი ბავშვებისათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები წარმოადგენენ. სამეფოს, სხვა სამეფოების მსგავსად, მეფე და დედოფალი მართავენ ( ამ დროს მეფე და დედოფალი წამოდგებიან და თავის დაკვრით მიესალმებიან მაყურებელს).
ღრუბლებს იქითა სამეფოში ახალი წელი დგება. თოვლის პაპა და სანტა კლაუსიც აქ ცხოვრობენ და ახლა ისინი ბავშვებისათვის საჩუქრების შერჩევით არიან დაკავებულნი. (თოვლის პაპა და სანტა საჩუქრების ყუთებს იღებენ და ათვალიერებენ). სხვა გმირები კი ფიქრობენ, როგორ შეხვდენენ ახალ წელს.
კომბლე- (წამოდგება, კომბალს აკაკუნებს და ხმამაღლა ამბობს) ახალი წელი დგება, რას ვაპირებთ? ჩვენც ხომ გვინდა ახალ წელს გართობა? (მიმართავს ნაცარქექიას, წუნა და წრუწუნას).
ნაცარქექია - რა თქმა უნდა კომბლე, ჩვენ ხომ ქართული ზღაპრების გმირები ვართ, აგერ წუნა და წრუწუნაც, ხოდა, მოვიფიქროთ რამე ქართული გასართობი და ზეიმი გავმართოთ.
წუნა- (იპრანჭება და მიმართავს წრუწუნას) ხომ შემპირდი, რომ მეცეკვებოდი ? ახალი წლის საღამოზე უკეთეს დროს როდის ვნახავთ?
წრუწუნა - კარგი წუნა, ვუთხრათ კომბლეს, ყველაფერს, როგორც ჩანს, ის ხელმძღვანელობს, რომ საახალწლო ზეიმზე, ჩვენ ვიცეკვებთ. (წუნა სიხარულით ტაშს შემოკრავს).
კომბლე - ჩვენს პრანჭია გოგონებსაც ვკითხოთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საახალწლო ზეიმში? (მიდის სარკისკენ).
კონკია - გოგონებო, ნახეთ ვინ გვესტუმრა?მობრძანდი კომბლე, რას შეუწუხებიხარ ?
კომბლე - აბა, ლამაზო გოგონებო, ჩვენ, ქართული ზღაპრების გმირებმა, გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს ზეიმი გავმართოთ, გვინდა, რომ თქვენც ჩვენთან ერთად იზეიმოთ.
ფიფქია - (სიხარულით ტაშს შემოკრავს და კაბის რევერანსით წამოდგება) ძალიან გვიხარია, რომ ჩვენც გვითხარით ზეიმის გამართვის ამბავი. რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. ხომ ასეა გოგონებო?
წითელქუდა - კი, ჩვენ ყველა ერთად მოვალთჩვენი ლამაზი სამეფოს მთავარ ნაძვის ხესთნ. ზეიმიც ხომ სწორედ იქ გაიმართება ?
კომბლე - დიახ, ახალი წლის დადგომას, ყველა ერთად, იქ შევხვდებით. ( კომბლე უკან ბრუნდება ბუხართან ).
(ფეხზე დგებიან და ცენტრისკენ მოდიან ბეტმენი და სპაიდერმენი).
ბეტმენი - მალე ახალი წელი მოვა, ძალიან მინდა მხიარული განწყობით შევხვდეთ და თანაც ყველა ერთად ვიყოთ.ნეტავ რას აპირებენ, იცი რამე ? (მიმართავს სპაიდერმენს )
სპაიდერმენი - არ ვიცი, მოდი გავიგოთ. ქალთევზასთან მივიდეთ, ის ყოველთვის განმარტოებითაა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცის. (მიდიან ქალთევზასთან, რომელიც ნაძვის ხესთანაა შემოსკუპული საჩუქრის ყუთზე).
სპაიდერმენი - ხომ არ იცი საახალწლოდ რას უნდა ველოდოთ? ზეიმი ხომ გვექნება?
ქალთევზა - (კუდს შეარხევს და სიმღერით იტყვის) კიი,კიი, საახალწლოდ დიდი ზეიმი გაიმიართება აქ, ამ დიდ ნაძვის ხესთან. ყველა მოვა, პრინცესები, კომბლე, ნაცარქექია...როგორ მიხარიააა.
ბეტმენი და სუპერმენი ხელ ხელზე დაარტყამენ და ბრუნდებიან თავიანთ ადგილებზე.
მთხრობელი - ასე გადაწყვიტეს, ღრულბლებს იქითა სამეფოს ბინადარმა ბავშვებისათვის საყვარელმა გმირებმა, საახალწლოდ, დიდი ზეიმის გამართვა, სამეფოს მთავარ ნაძვის ხესთან.
კომბლე მიდის მეფე-დედოფალთან.
კომბლე- (მუხლს მოიდრეკს მათ წინ) მეფეო! დედოფალო! ჩვენ, სამეფოს მაცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ ახალ წელს ერთად, დიდ ნაძვის ხესთან შევხვდეთ. გთხოვთ, მოგვცეთ ზეიმის გამართვის უფლება და თქვენც გვეწვიოთ.
დედოფალი - (მიმართავს მეფეს) რა კარგი იქნება მათთან ერთად ახალი წლის შეხვედრა, გთხოვ, დათანხმდი და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.
მეფე - (წამოდგება, კვერთხს დაარტყამს იატაკზე და ომახიანი ხმით ამბობს) მიბრძანებია! - ღრუბლებს იქითა სამეფოს ყველა ბინადარი ახალ წელს დიდ ნაძვის ხესთან შეხვდეს! საახალწლოდ, მხიარული განწყობაც სავალდებულოა!
კომბლე თავს დაუკრავს და ბრუნდება უკან.
მთხრობელი - ამ საყოველთაო საზეიმო განწყობას არ უერთდებოდა სამეფოს ბინადარი ჯადოქარი. მას, თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ არ მოსწონდა არაფერი საზეიმო, კეთილი და ნათელი.
ჯადოქარი - (წამოდგება სკამიდან, სცენის შუაგულისკენ მიდის, თან აქეთ-იქით იყურება და ამბობს) ახალი წლის საზეიმოდ დახვედრა მოინდომეს!მე კი არავის გავხსენდი, როგორც ყოველთვის! მე თქვენ გაჩვენებთ ზეიმს, ისეთ ოინს მოგიწყობთ, საერთოდ დაგავიწყდებათ ახალი წელი! )მოიქნევს შავ მოსასხამს, დატრიალდება და ჰოოპ. თოვლის პაპა და სანტა გაქრებიან)
ამ დროს სანტა და თოვლის პაპა გადაინაცვლებენ ნაძვის ხეების უკან.თვალს მოეფარებიან სპეციალურ სამალავში.
ჯადოქარი -(გადაიხარხარებს ) ესეც ასე! ახლა ვნახოთ როგორი ახალი წელი იქნება!არსად, არც ერთ ქვეყანაში, აღარც სანტა კლაუსი და აღარც თოვლის პაპა, აღარ მივლენ ბავშვებთან. მათ საჩუქრებს არავინ მიუტანს! (გადის სცენიდან, თვითონაც უკანა მხაეს ).
ნაძვის ხისკენ მოდიან პრინცესები, უკან წითელქუდა მოდის თავისი კალათით ხელში და წითელქუდას სიმღერას ღიღინებს. ნაძვის ხესთან სავარძლებში აღარ სხედან თოვლის პაპა და სანტა, საჩუქრების ყუთები უწესრიგოდ ყრია. დანარჩენი გმირებიც ნელ-ნელა თავს იყრიან ნაძვის ხესთან. ყველა აქეთ-იქით იყურება, ზოგი ბუხრის უკან, ზოგი ნაძვის ხეებს შორის, მაგრამ ისინი არსად ჩანან.
მთხრობელი - (მიმართავს მაყურებელს) წარმოგიდგენიათ ახალი წელი უსაჩუქროდ? წარმოგიდგენიათ, რამდენ ბავშვს დაწყდება გული, როდესაც ახალი წელი დადგება და არც სანტა და არც თოვლის პაპა საჩუქრებს არ დაარიგებენ ?
მგელი - სად გაქრნენ სანტა და თოვლის პაპა? მათ გარეშე, როგორი ახალი წელი იქნება? რა მოხდა ნეტავ?
გოჭი1 (სანდრო) - რა მოხდა და ჯადოქარმა გააქრო ნამდვილად, ის ხომ ყველაფერს გააკეთებს, ჩვენ რომ ზეიმი ჩაგვიშალოს!
გოჭი2(ნიკოლოზი) - მართალი ხარ, არ უნდა, რომ ჩვენს მხიარულებას უყუროს.
გოჭი3 (ილია) - კი მაგრამ,აქ თუ გაქრნენთოვლის პაპა და სანტა, ბავშვებთანაც ხომ ვეღარავინ მივა?
3-ვე გოჭი ერთად - სასწრაფოდ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, თორემ ახალი წლის მოსვლა მხიარული და სახალისო აღარ იქნება.
ფერია - (აქამდე ჩუმად ზის, ახლა წამოდგება)მე დაგეხმარებით, მე შემიძლია ბოროტი ჯადოქარიც კი ზღაპრის კეთილ გმირად ვაქციო.
ქალთევზა - (ჩამოხტება ყუთიდან) მეც დაგეხმარები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჯადოქარი და ვეცადოთ უკან დააბრუნოს სანტა და თოვლის პაპა, ამის შემდეგ კი ის მოვიწვიოთ ჩვენს ზეიმზე.
ფერია - შეიძლება ჩვენგან ასეთი საქციელის შემდეგ, ჯადოქარი მიხვდეს, რომ როცა კეთილი ხარ, უფრო კარგია, ვიდრე იყო ბოროტი იყო და სხვების ცუდად ყოფნა გიხაროდეს.
მგელი - (მიმართავს სპაიდერმენს, ბეტმენი, ნაცარქექიას, კომბლეს და გოჭებს)- სანამ თოვლის პაპა და სანტა არ ჩანან, ჩვენ დავასრულოთმათი საქმე. ჩვენ გავუმზადოთ საჩუქრები პატარებს. (მიდიან ყუთბთან და იწყებენ დალაგებას).
წითელქუდა - (მიმართავს რაპუნცელს,წუნა და წრუწუნას,ფიფქიას და კონკიას)როგორც კი თოვლის პაპა და სანტა მოვლენ, ზეიმი დავიწყოთ.ყველამ ვიცით საახალწლო ლექსი? სიმღერა?
ამ დროს ფერიასა და ქალთევზას მოყავთ ჯადოქარი, რომელსაც მოხსნილი აქვს ჯადოქრის ქუდი და მოსასხამი.
ჯადოქარი - მე აღარ მინდა საახალწლო ზეიმის ჩაშლა, აღარ მინდა ბოროტი ვიყო. მინდა ახალ წელს თქვენთან ერთად შევხვდე. ( რაპუნცელი მიდის, კიდებს ხელს და სვამს ერთ-ერთ სკამზე).
შემოდიან და თავიანთ ადგილებს იკავებენ სავარძლებზე სანტა და თოვლის პაპა.
მთხრობელი - როგორც ხედავთ, ზღაპრული პერსონაჟების ერთობამ, საახალწლო ზეიმი გადაარჩინა, ჯადოქარიც კი შეიცვალა, სიკეთეს სასწაულების მოხდენა მართლა შეუძლია. საახალწლო ზეიმი ახლა კი ნამდვისლად ჯადოსნური გამოვა.
ისმის მუსიკა და მოსწავლეები სხდებიან ნაძვის ხის ირგვლივ სკამებზე. შუაში ექცევიან სანტა და თოვლის პაპა. სკამები ნახევარწრეზეა განლაგებული.
თოვლის პაპა - (წამოდგება, წვერზე ხელს ჩამოისვამს ) მე და სანტას ძალიან გვიხარია, რომ ღრუბლებს იქითა სამეფოში ასეთი თბილი და ბედნიერებით სავსე ახალი წელი მოვიდა! თქვენ შეძელით და ყველა ბავშვი ბედნიერი და გახარებული იქნება საახალწლოდ! გილოცავთ! მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ, ასე გამარჯვებულები!
სანტა კლაუსი ( წამოდგება და რიხიანად ამბობს ჰოუ,ჰოუ,ჰოუ) მართალია თოვლის პაპა,თქვენ ერთად შეძელით, რომ ახალი წლის შემობრძანება ასეთი საზეიმო ყოფილიყო!გილოცავთ! მრავალი ბედნიერი წელი დამდგარიყოს ჩვენს სამეფოში! გილოცავთ ახალ წელს!
წითელქუდა - მოგესალმებით თოვლის პაპა და სანტა, ჩვენ, ღრუბლებს იქითა სამეფოს მაცხოვრებლებმა, გადავწყვიტეთ ახალ წელს, თქვენთან ერთად, ზეიმით შევხვდეთ.
სიმღერა #1 (ზამთარზე)
დედოფალი - როგორ ცივა, თუმცა ზამთარია და ზამთარს სიცივე, თოვლი და ყინვა უხდება.
(ლექსები ზამთარზე)
1. ზამთარი - ნიკოლოზ გელაშვილი
ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენი
ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა.
ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები
და დედამიწას გადმოაყარა.
თეთრი, ბრჭყვიალა და ნამცეცები
იანვარს ფანტელ-ფანტელ აყარა.
ზეცამ მოიხსნა მარგალიტები
და დედამიწას გადმოაყარა.
2. ზამთარი - დაჩი
ცა ნაცრისფრად გაცრეცილა,
თოვლი მოდის, თოვს.
ენძელები ცვივა ციდან,
თოვლი მოდის, თოვს.
ფანტელ-ფანტელ, ფთილა-ფთილა,
თოვლი მოდის, თოვს.
ხელისგულზე ნაზად, ფრთხილად
ეცემა და თოვს.
თვალებსა გვჭრის ზამთრის დილა,
თოვლი მოდის, თოვს.
თოვლი მღერის, თოვლი ცეკვავს,
თოვლი მოდის, თოვს.
3. გუნდა-გუნდა - მარიამ ხაჩატუროვი -
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,გაგორდება, სადაც უნდა,გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა
რაპუნცელი- ზამთარი, ძალიან ლამაზია, მაგრამ ბავშვებს ის ახალი წლის გამო უფრო უყვართ. ამ დროს ხომ ყველაფერი განათებულია და ბრწყინავს. ყველა სახლში ნაძვის ხე დგას და საახალწლო ფუსფუსია. (ლექსები ახალ წელზე.)
4. საახალწლო- ნინი
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.
5. საახალწლო სიმღერა- ნანიკო
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო...
ჩქარა ტაში,
ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო!
ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
წიფელა და თელაო.
ეს რა კარგი,
რა ლამაზი
დილა გაგვითენდაო.
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო...
ჩქარა ტაში,
ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელა ო!
6. დღეს ახალი წელია- ლიზი მაისურაძე
დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია.
თურმე ჩვენთვის ბებიას
ბევრი საჩუქრები აქვს.
- ეს რა არის, ბებია?
- ტკბილი ჩურჩხელებია.
ეს რაღაა, ბებია?
- ტკბილი ნაზუქებია.
დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია,
ყველაფერი ბევრია.
7. საახალწლო-ლუკა
თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.
სიმღერა# 2 ( ნაძვის ხეზე)
ლექსები ნაძვის ხეზე.
8. ნაძვის ხის სიმღერა- ლანა
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
9. დათას ნაძვის ხე- დათა
დათა მთელ დღეს ნაძვის ხის
მორთვითაა გართული,
ხან ფიფქებით ხალისობს,
ხან ფერადი ნათურით.
ეხმარება დედიკოს
ფანტელების დათვლაში,
აღარც ძილი ახსოვს და
არც ეზოში თამაში.
10. ნაძვის ხე - ნიკოლოზ ხვედელიძე
შემოდგომით ქარი ქროდა,
ხეს ფოთლები სცვიოდა,
მარად მწვანე ნაძვის ხეს კი
არასოდეს სციოდა.
ზამთარია, ცივა, ყინავს,
მთები თოვლმა დაბარდნა,
საახალწლო ნაძვის ხიდან
ცეცხლი ცამდის ავარდა.
ჩვენ არ გვტკივა, არც შეგვცივა,
დღეს ბავშვები მღერიან,
საქართველო ზამთარშიაც
მთლად ზურმუხტის ფერია.
წითელქუდა - ახალ წელს ბავშვებს ყველაზე მეტად თოვლის ბაბუა ართობს ნაირ-ნაირი საჩუქრებით და ისინიც არ იშურებენ ლექსებს მისთვის.
11. თოვლის ბაბუა - დავით გრიგალაშვილი
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.
12. ანა-გოგოს წერილი - ანი
საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა.
საახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებიანი კაბა!
ზედ ეხატოს
მზე და მთვარე.
ვარსკვლავებიც
ჰქონდეს, ბარემ!
რომ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ,
საახალწლოდ საათი,
შენც მოქროლდი მარხილით!
არ იარო ტაატით!
ვერცხლის ზანზალაკები
მალე მომიწკარუნე!
დაგახვედრებ გოზინაყს,
პირი ჩაიტკბარუნე.
გელოდები,
იცი, როგორ?
აბა, გკოცნი.
ანა-გოგო.
13. ეს რა დილა გაგვითენდა - თეკლა
მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
ყელი ჩაგვიკოკლოზინა.
14. უშგულელი თოვლის ბაბუ- სანდრო
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაუწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.
თეთრ ცხენს ისე მოაგელვებს,
ამირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
იცის, ყველა ელოდება.
ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.
15. წერილი თოვლის ბაბუას - ილია
ჩემო თოვლის ბაბუა,მენატრები ძალიან,გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!ჰოდა, თოვლის ბაბუა,იცი, მე რას ვნატრულობ?საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
16. როდის მოვა თოვლის პაპა? - დემეტრე
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.
ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
17. საახალწლო კარნავალზე - ელენე
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი - თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.
სიმღერა #3
კონკია - ჩვენ, ყველა ერთად გილოცავთ ახალ წელს და ჩვენს სანტას და თოვლის პაპას ვუშვებთ ბავშვებთან, რომ ისინი გაახარონ საჩუქრებით. ჩვენ გვინდა, რომ ყველა თქვენგანის ოჯახის მეკვლეს სიკეთე, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს.
18. მეკვლე - გაბრიელი
როცა ზეცის კაბადონს
თეთრი ნისლი დაბურავს,
ტყიდან დინჯად გამოდის
თოვლისფერი ბაბუა.
მოაქვს ლხენა რამდენი,
საჩუქარი რამდენი,
სანთლებივით ადნება
წვერზე თეთრი ფანტელი.
მოსდევს თოვლი ახალი,
იცინიან ფიფქები,
ვინც დედის გულს ახარებს,
მისი მეკვლე ვიქნები.
19. გილოცავ! - რატი
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ.
შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს...
საბა ხარ! ლიზი ხარ! მარი ხარ! ანი ხარ! ნინი ხარ!
ეს სულერთია - ვინ ხარ.
ახალი წელია... თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...
გვიყვარდეს სამშობლო, სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო, რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ.
შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს...
ლუკა ხარ! დათა ხარ! ნიკა ხარ! თეკლა ხარ!
ეს სულერთია - ვინ ხარ!
20.
დათვმა თაფლი მოიტანა,
ტკბილი, როგორ შაქარი.
ციყვმა ზამთრის მარაგიდან
გაარჩია კაკალი.
კურდღელი ჭრის ნიგოზს, ხოლო
თაფლს ადუღებს მელია...
გააკეთეს გოზინაყი -
უჰ, რა გემრიელია!
დაურიგეს ტყეში ყველას -
დიდებსა და პატარებს.
მეც მარგუნეს, ხოლო ცოტა
თქვენთან გამომატანეს...
21. მრავალ,მრავალ ახალ წელს - საბა
ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ყველა დგება სკამიდან, მოდიან წინ, ირთვება საახალწლო მუსიკა jingle bells დაბალ ხმაზე.
ახალი წელია, ავავსოთ თასები,
დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია.
რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები
იმედის მომტანი ახალი წელია!
დავლოცოთ ქართული ლექსი და სიმღერა,
დავლოცოთ ქართული ჯიში და გენია.
ჩემო ერთდერთო, ჩემო საქართველო
გილოცავ, გილოცავ ახალი წელია!
მე- დიდი მადლობა მობრძანებისათვის! გილოცავთ დამდეგ 2019 წელს!
დასასრული
იაკობი და ანბანი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი წიგნი, რომელიც სახლი იყო ქართული ასოებისათვის. ამ წიგნში ასოები თავისი სურვილის მიხედვით ირჩევდნენ საცხოვრებელ ადგილს, დასეირნობდნენ, თამაშობდნენ და ხანდახან ჩხუბობდნენ კიდეც. ზოგი მათგანი მომაბეზრებელიც კი იყო და ყველა სიტყვაში ცდილობდა ჩაძრომას, ზოგი კი მოკრძალებული იყო და, ამიტომ მათ, აქა-იქ სვამდნენ სიტყვებში.
წიგნი ვის ხელშიც არ უნდა მოხვედრილიყო, ყოველ ჯერზე ასოები სხვადასხვა ადგილას ხვდებოდნენ. ყველას უნდოდა პირველი ყოფილიყო, პირველად ის ამოეკითხათ და ცდილობდნენ ეჯობნათ ერთმანეთისთვის მოხატულობის სილამაზით და ხმოვანებით.
ერთ დღეს, წიგნი კიდევ ერთი მკითხველის ხელში ჩავარდა. ეს იყო იაკობი, ახალგაზრდა ყმაწვილს სურდა წაეკითხა წიგნი, მაგრამ, ჰოი საოცრებავ! ვერაფერი გაუგო. რამდენჯერაც გადაშალა სულ სხვადასხვა ადგილას ხვდებოდნენ ასოები. მან გადაწყვიტა დახმარებოდა ასოებს საკუთარი ადგილების პოვნაში.
იაკობი დიდ ხანს ფიქრობდა, წერდა, ეძებდა, კითხულობდა სხვადასხვა წიგნებს და ცდილობდა ქართული ასოებისათვის სათანადო, კუთვნილი ადგილები მიეჩინა. ასე თანდათან იბადებოდა „დედა ენა“.
ასოებმაც იგრძნეს, რომ იაკობი მათთან სამუდამოდ დარჩებოდა, აღარასოდეს მიატოვებდა და ნდობა გამოუცხადეს. ამიტომაც იაკობის ხელში სხვაგვარად აფერადდნენ ქართული ასოები.
საჭირო იყო წიგნისათვის სახელი დაერქმია. ბევრი იფიქრა, იფიქრა, რა უყვართ ბავშვებს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა! - დედა! წიგნსაც ასე დავარქმევო გადაწყვიტა და დაიბადა კიდეც „ დედა ენა“.
“დედაენა“-ში ყველა ასომ თავისი ადგილი იპოვა, თავისი სახელი და მოხაზულობა გამოფინა, არც ერთი ასო არ უშლიდა, მეორეს, ხელს თავის წარმოჩენაში, ყველას განსაკუთრებული ადგილი ქონდა.
მაშინ 1876 წელი იდგა. გადაწყდა, რომ საქართველოში, სკოლებში, ბავშვები ქართულს, სწორედ ამ წიგნით „დედაენით“ ისწავლიდნენ“.
ვინ იყო იაკობი? იაკობი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო, მისი დამსახურებით ძალიან ბევრმა ბავშვმა ისწავლა წერა-კითხვა ქართულად. ის დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორში, სოფელ ვარიანში. იაკობ გოგებაშვილი არის ავტორი „დედაენის“, „ბუნების კარის“ და უამრავი საბავშვო ნაწარმოების.
სიმღერა „დედაენაზე“ - სცენაზე ბავშვს შემოაქვს „დედა ენა“
გავიცნოთ ჩვენი ანბანის მოჩუქურთმებული ასოები.
ა და ი. ნამგალა ა და ცხენის ნალა ი მუდამ ერთად იყვნენ, ამიტომ არც „დედა ენაში“ დააშორა იაკობმა ერთმანეთს. თანაც, ნახეთ რა ლამაზი ყვავილის სახელია „ია“, დამშვენდა პირველი გვერდი და გამოიძერწა ყველა პირველ კლასელისათვის საყვარელი წინადადებაც - „აი ია“.
1-ბარბაქაძე ლიზი ა, ი ხელში უჭირავს ხელოვნური იების თაიგული
აი ია, აი ია
აი ია, აი, ია
რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც,
ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია, აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
2-გოგალაძე ილია თ აჩვენებს 5 თითს
ხელს აბია ხუთი თითი,
მათ ახლავე ჩამოგითვლი;
ცერი, ნეკი, არათითი,
სალოკი და შუათითი.
3-ჩადუნელი მარიამ ს თან აქვს პატარა კალათი სოკოებით
სოკოები
წვიმიანში დავიბადეთ,
ჯერ სველი გვაქვს ხალათები,
მალე ციდან მზე დაგვხედავს,
წითელ-ყვითლად გავნათდებით.
აბა, სოფლის გოგოებო,
მოამზადეთ კალათები.
4-ხოჯოევი საბა ხ გამოაჩენს ხელით ნაკეთებ ხერხს
გამოცანა
ხის მტერი ვარ, ტანი ხის მაქვს,
ყბა და კბილი - რკინის,
როცა ვშრომობ, მაშინ მიყვარს
სიმღერა და ლხინი. /ხერხი/
5-გელაშვილი ლანა ე თავზე უკეთია ყვავილების გვირგვინი
ენძელა
-თქვი, მართალი ენძელა,
ზამთრის სუსხი გეძნელა?
-ძნელი არის, აბა, რა,
თოვლის ცივი ლოგინი,
მაგრამ ყინვა დავძლიე,
გაზაფხულის ლოდინით.
6-ორმოცაძე ტასო უ, ო უთო აქვს თან
უთო
უთო, უთო, უთო ცხელი,
არ დაიწვა უცებ ხელი,
გაუსვი და გამოუსვი ლამაზად და სწრაფად,
შენს დაიკოს მოუხდება გატკეცილი კაბა,
დაჭმუჭნული ტანსაცმელით, ხომ ვერ ივლის აბა?
7-ხაჩიძე რატი ძ
გამოცანა
დღე და ღამე ძაღლს ვდარაჯობ,
მძიმე ტვირთი მაწევს მარტოს,
მტერსაც ვიცნობ, მოკეთესაც,
არ ვღალატობ იმ ჩემს პატრონს.
8-ლომიძე ნინი მ წამოდგებიან და ჩაეხუტებიან
ერთმანეთს ორ-ორი
მეგობარი
ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა.
ირემმა ირემს ნეტა რა უწოდა? მეგობარი
წიწილამ წიწილას საკენკი დაუთმო,
წიწილამ წიწილას ნეტა რა გაუთბო? - გული.
მარტოკა დარჩენილ მარტორქას ართობდა ბეღურა...
ბეღურას რა უთხრა მარტორქამ? - მადლობა
9-გრიგალაშვილი დავით შ
შოშია
რად შეშინდი შოშია,
შენ არ გიყეფს გოშია,
დაგიდგება დარაჯად,
არ სჭირდება ფარაჯა;
შემოსძახე სიმღერა
გულის გასახარადა,
რატომ შეკრთი შოშია,
არას გავნებს გოშია;
იფრინე და იმღერე
ჩვენს ტკბილ სამშობლოშია.
10-ზაზიკაშვილი დავით კ კომბლეს ფორმით
ბრაზიანი სახით ამბობს : - მე კომბლე ვარ, ვინც ჩემს ცხვრებს ხელს ახლებს, ამ კომბალს თავში ვდრუზავ!- გაივლის , გამოივლის და ჯდება.
11-გელაშვილი ნანიკო ვ კალათით აქვს ბალახი
თივა
ჩვენს ბოჩოლას ზამთარში,
როცა ძლიერ ცივა,
რა ექნება საკვებად?-
გემრიელი თივა.
მოვაგროვებთ ბალახებს,
დროზე მოვიმარაგებთ...
და ზამთარში, როდესაც
უსაშველოდ ცივა,
ჩვენს ბოჩოლას საკვებად
რა ექნება?- თივა
მცირე მუსიკალური ჭრა, აყვებიან ანბანის მუსიკას ბავშვები. გაგრძელდება ისევ.
12-ხვედელიძე ნიკოლოზ ფ თმაზე ოფოფივით
ოფოფი
ეს ოფოფი გაჩეჩილი
ყური უგდეთ რაზე ჩივის:
სავარცხელი არ მაქვსო,
მიველ ვთხოვე მამალსო.
დახმარების მაგივრად
საყვედურით ამავსო,
ასე მითხრა: შე სულელო,
ჩვენი წესი რად არ იცი?
ჯაგრისი და სავარცხელი
ყველასა აქვს თავ-თავისი.
13-ნონიაშვილი დაჩი ნ
ნაკადული
ამ კუდრაჭა ნაკადულმა
კისკისამ და დახატულმა
ერთხელაც არ ჩაიმუხლა,
არსად დაახანა...
ბაღჩა-ბაღჩა ჩაირბინა,
მოლი გადააბიბინა,
ააყვავა ბაღ-ბოსტანი,
ვენახი და ყანა,
ჩემი ქვეყნის მთა და ბარი
ედემს დაამგვანა.
14-გელაშვილი ნიკოლოზ ზ მზე აქვს ხელით გაკეთებული
ვაზი ტირის
-ჩვენი ვაზი უკვე ტირის,
-რატომ ტირის ბაბუა?
-გაზაფხული უხარია,
მარტის მზემ გააბრუა.
-მარტის მზემ გააბრუა?
როგორ ტირის ბაბუა?
-ტირის ჩუმად, ტირის უხმოდ,
ტირის ცრემლის ციალით.
ჩემო ნიკა, შენ კი არ გგავს,
რომ გჩვევია ღრიალი.
15-ტარიელაშვილი დემეტრე რ ირმის რქებით
ირემი
როგორც ცვარ-ნამი მინდორს ,
როგორც სილურჯე ცას,
როგორც ყვავილი მიწას
და სიკაშკაშე ზღვას-
ისე უხდება ირემი
მწვანე ტყესა და მთას.
16-მაისურაძე ლიზი ჩ ბუდე აქვს
გამოცანა
არც აგურის იცის რამე,
არც ცემენტის არევის-
უხელებოდ აიშენა
სახლი გადასარევი. /ჩიტის ბუდე/
17-ბარბაქაძე ლიზი დ ყვავილებს დედას მიართმევს.
ხელისგულზე
შენ მაჩუქე მზე და მთვარე
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა!
ყანა, წყარო, ლურჯი მთები,-
რასაც თვალით ვხედავ,
შენ სამშობლოდ მომიძღვენი
საყვარელო დედა!
ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეგიწვას ნეტავ?
შენს ამაგს ვინ გადაიხდის
საყვარელო დედავ!
18-ხარშილაძე ლუკა ღ
ღრუბელი
მოწყენილია ღრუბელი,
ატირდება და ... იწვიმებს,
კრუხს აბა ქოლგა რად უნდა
ფრთებქვეშ იფარავს წიწილებს.
თბილია დედის ბუმბული
ვერას დააკლებთ სიცივე,
გზადაკარგული წიწილა
სადღაც ყანაში წივწივებს.
19-კიკაძე სანდრო ლ ლომის ფაფრით
ცირკის ლომი
ცეცხლის რგოლი,
მორბის ლომი,
ერთი, ორი,
დაჰკრა ტორი.
დაჰქრის კამარ-კამარა,
ფაფარს ცეცხლში დამალავს.
ჯამბაზია დიდებული
კისერჩაკოტიტებული.
მაგრამ როცა რჩება მარტო,
როცა ბავშვებს აღარ ართობს,
როცა ხედავს გალიას
გადარაზულ კარიანს
და დრო არის ძილის,
ლომი ზის და ტირის.
20-სახვაძე ელენე ქ
გამოცანა
როცა ის ამოვარდება,
აწიოკდება მთა-ბარი.
გულშემზარავად ზუზუნებს,
თუმც უჩინარი რამ არის. /ქარი/
სანამ ჩვენი მოხატული ასოები განაგრძობენ თავის მოწონებას, ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ჩვენს მიერ პირველ კლასში ნანახი და განცდილი მოკლე კოლაჟით.
ირთვება მუსიკა და ეკრანზე გადის powerpoint პრეზენტაცია.
21-ადუაშვილი ანი გ გემი აქვს თან
გემი
გემი მოადგა ნავსადგურს
ტვირთით დიდმანძილგავლილი,
წყლის სამეფოში ყოველღამ
ესიზმრებოდა ნაპირი,
ღუზა ჩაუშვა წყალში და
თითქოს ისვენებს დაღლილი.
22-აბრამიშვილი გაბრიელი ბ ლექსის ბოლოს ლუკასთან ერთად
ჩაეხუტება ბებიას
ბებია
გავისტუმრეთ ზამთარი,
ირგვლივ მწვანე მთებია,
შენს თავზე რომ თოვლია,
რად არ დნება ბებია?
-კუდრაჭებო, ეს თოვლი
გამოვლილი წლებია,
ძველი დარდი- რაც ახლა
თქვენით დამვიწყებია...
23-საღრიშვილი თეკლა პ პეპლის ფრთებით არის
გამოფარფატდა პეპელა,
ყვავილებს უძღვნა სალამი,
იამ საუზმე მიართვა,
ბალახმა ასვა ცვარ-ნამი.
წყარომ უმღერა რაკრაკით
-რა კარგი ხარო, რა კარგი.
24-ადუაშვილი ანი ყ
იყვნენ ასე ლამაზები!
ყაყაჩოებს წითელ ბაფთებს
ნუ წაართმევ, ქარო,
თორემ მერე სადღა გინდა
სირცხვილს დაემალო?
__იყვნენ ასე ლამაზები,
აღარ გაეკარო!
25-გოგალაძე ილია ც გამოცანა
წვიმის შემდეგ გადაეკრა
ცას ქამარი მრავალფერა. /ცისარტყელა/
26-ხაჩატუროვი მარიამი ტ კატის ყურები და ცხვირზე კატის დრუნჩი
კატა
კატის კნუტი პატარა
ცისფერთვალა, ქუნქულა,
რძის ქოთანში ჩამხტარა,
ჰოდა, სულ გაცქუმფლულა,
პატარაა ძალიან,
შია და თან კრუტუნებს;
რძეს დავუსხამ ლამბაქზე,
წამში შეასრუტუნებს.
27-ორმოცაძე ანასტასია წ წიგნი აქვს უკან დამალული
გამოცანა
მე, თუმცა ენა არ მაქვს
მაგრამ როდის ვარ მუნჯი,
ვერ გაიმდიდრებს გონებას,
ვინც არის ჩემი ურჩი. /წიგნი/
28-გელაშვილი ლანა ჭ ჭიამაიებიანი აბადოკით
გამოცანა
განა სიზმარში, ცხადად
ციცქნა ვიხილე ქალი,
მის კოპლებიან კაბას
ვერ მოვაცილე თვალი.
ჩამიჩურჩულა ყურში
ამბავი მთის და ბარი.
მერე გაფრინდა უცებ
საითაც ქროდა ქარი. /ჭიამაია?
29-ზაზიკაშვილი დათა ჯ ჯოხს ეყრდნობა
ბაბუს ჯოხი
ბაბუს ფეხი სტკივაო,-
ნაღვლობს დათა ბიჭი.
_ჯოხს ეყრდნობა საბრალო,
როგორ უჭირს, როგორ!
მიირბინა მოხუცთან
შვილიშვილმა პატარამ
_მე დამეყრდენ,
შენი ჯოხი
მე ვიქნები, ბაბუა!
30-სახვაძე ელენე ჟ ქოლგით
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა
დიდი მინდორი დანამა,
ჯეჯილმა მუხლი იყარა,
ფერი იცვალა ყანამა.
მალე პურებიც შემოვა,
იხაროს გლეხის ძალამა.
ბნელი გააპოს ნათელმა,
ბოროტი გული დანამა.
31-აბრამიშვილი გაბრიელი ჰ
გამოცანა
მუდამ შენს ირგვლივ ვტრიალებ,
მგრძნობ, მაგრამ ვერ მხედავ,
უჩემოდ ვერ იარსებებ,
მე ვარ სიცოცხლის დედა. /ჰაერი/
ჩვენმა პატარებმა წარმოგვიდგინეს ქართული ანბანის ასოები იაკობ გოგებაშვილის „დედა ენისეული“ მიმდევრობით. ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ და გავიზარდეთ, მაგრამ უფრო მეტი გვაქვს სანახავი და სასწავლი, ამიტომ არ გემშვიდობებით; შევხვდებით მე-2 კლასში.
No comments:
Post a Comment