საპროექტო განაცხადის ფორმა
პროექტის გამოგზავნის ბოლო დღეა 15 თებერვალი 20:00 საათი
გთხოვთ აღნიშნული პროექტები გადმოაგზავნოთ შემდეგ
მისამართზე: projectsletsdoit@gmail.com
·
აქტივობის/პროექტის სახელი
გავამწვანოთ სკოლის ეზო
·
პრობლემის მოკლე აღწერა (არაუმეტეს
500 სიტყვა)
ჩვენს სკოლას, (ქ. ხაშურის #1 საჯარო სკოლა) სკოლის
შიდა პერიმეტრზე აქვს საკმაოდ დიდი ეზო, რომლის ერთ ნაწილშიც, განთავსებულის მცირე
სპორტული მოედანი, ერთ ნაწილში კი „ღია საკლასო ოთახი“ . დანარჩენი ნაწილი კი ღიადაა
დარჩენილი, არის მხოლოდ რამდენიმე, მარავლწლოვანი, დიდი, ფოთლოვანი ხე.
სკოლის წინ, შესასვლელი ზონა გამწვანეულია მარადმწვანე,
ტუიის ნერგებით. ძალიან კარგი იქნება, როგორც სასკოლო საზოაგადოებისთვის (მოსწავლეები,
მასწავლებლები), ასევე ზოგადად, გარემოსათვის თუ მოხდება, სკოლის შიდა ეზოშიც მარადმწვანე
ნარგავების საშუალებით გერთი კუთხის მოწყობა, რომელსაც, შემდგომში თავად სკოლა მეორადი
მასალებით დამზადებული ავეჯით, მოსასვენებელ ზონად გარდაქმნის.
·
პროექტის მიზანი და ამოცანები (არაუმეტეს
500 სიტყვა)
ჩემს მიერ შემოთავაზებული პროექტის მიზანი, გარკვეულწილად
პრობლემაში ავსახე - ქ. ხაშურის #1 საჯარო
სკოლის შიდა ეზოს პერიმერის ერთი მონაკვეთის გამწვანება, მარადმწვანე ნარგავებით (ტუია,
ნაძვი, ფიჭვი).
მიზნის მისაღწევად საჭირო ამოცანები:
Ø
პროქტის შინაარსის გაცნობა სკოლის
ადმინისტრაციისათვის. დაინტერესებისა და თანხმობის შემთხვევაში, პროექტის განხორციელების
დაწყება;
Ø
მინიმუმ 10-10 თითო სახის ნარგავი
(ტუია, ნაძვი, ფიჭვი) შესაძლებლობის ფარგლებში ,ასევე შესაძლებელია მხოლოდ ტუიის ნერგი;
Ø
ნარგავების გახარებისათვის საუკეთესო
ადგილის შერჩევა სკოლის ეზოს ტერიტორიაზე;
Ø
სამუშაო იარაღები მიწის გასაფხვიერებლად
და დასამუშავებლად (ბარი, წერაქვი, ნიჩაბი, ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები);
Ø
ნერგებისათვის საჭირო საკვები მინერალები.
·
სამიზნე აუდიტორია (არაუმეტეს 500
სიტყვა)
ქალაქ ხაშურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და
მასწავლებლები, დირექცია.
·
ჩატარების ადგილი (კონკრეტული სოფელი
ან ქალაქი)
ქალაქი ხაშური, პირველი საჯარო სკოლის ეზო.
·
პროექტის განხორციელების დრო
2022 წლის გაზაფხული აპრილი-მაისის თვეები.
·
ჩართული მხარეები (მაგ. სკოლა, მუნიციპალიტეტი,
ბაღი, ა.შ.)
საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
·
შედეგები ( რისი მიღწევა გსურთ)
ჩვენი პროექტის განხორციელების შედეგად, ვფიქრობ:
v
გამწვანდება სკოლის შიდა ეზო;
v
შეიქმნება დამატებითი სარეკრეაციო
ზონა სკოლის ტერიტორიაზე;
·
ბიუჯეტი ( პროექტისთვის საჭირო რესურსები)
საჭიროება |
ერთეულის
ფასი |
რაოდენობა |
სულ |
ტუია |
15 |
10 |
150 |
კვიპაროსი |
10 |
10 |
100 |
ფიჭვი |
10 |
10 |
100 |
ნიჩაბი |
13 |
3 |
39 |
წერაქვი |
25 |
2 |
50 |
ერთჯერადი
ხელთათმანები |
2 |
10 |
20 |
სულ:459 ლარი
პროექტის აქტივობები :
ბუნებისმეტყველების მიმართულებით
·
პროქტის
საწყის ეტაპზე, „ბუნების სამეფოს“ შესწავლა დავიწყეთ ყველაზე პატარა არსებებით -
ბაქტერიებით, შემდეგ გადავედით, სოკოებზე, მცენარეებზე და ბოლოს ყველაზე მოცულობით
ჯგუფზე - ცხოველებზე.
·
ცოცხალი
სამყაროს თითოეული ეტაპის შესწავლისას, მოსწავლეები აკვირდებოდნენ ამ ორგანიზმისათვის
დამახასიათებელ ძირითად მახასიათებლებს და ინიშნავდნენ, ადგენდნენ სქემებს,
დიაგრამებს, ცხრილებს და ილუსტრაციებს.
·
პროექტზე
მუშაობის პერიოდში, მოსწავლეები, საბოლოო პროდუქტის, პოსტერის შექმნისათვის,
დაიყვნენ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს დასამუშავებლად შეხვდა ორგანიზმის ერთი
სახეობა.
· I ჯგუფი - ცხოველები
· II ჯგუფი - მცენარეები
· III ჯგუფი - სოკოები
· IV ჯგუფი - ბაქტერიები
·
ჯგუფის
თითოეულ წევრს მიეცა კონკრეტული „მისია“ და დეტალური ინსტრუქცია პედაგოგისაგან -
პოსტერისათვის საჭირო ინფორმაცია მოიძიოს საახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებში და
გაამდიდროს ინტერნეტში, კერძოდ ქართულ ვიკიპედიაში ქართული ვიკიპედია მოძიებული ინფორმაციით. ამასთან ილუსტრაციის
შესასრულებლად, კონკრეტული ორგანიზმის ფოტოები მოიძიოს ინეტერნეტის საშუალებით,
ამობეჭდოს ან დახატოს.
·
მოძიებული
ინფორმაცია მოსწავლეებმა დაახარისხეს გამოჰყვეს მთავარი, დააჯგუფეს, დაურთეს
შესაბამისი ილუსტრაცია და შექმნეს პოსტერი.
·
პოსტერის
შექმნის შემდეგ, ის გამოიტანეს კლასის წინაშე და გააკეთეს ნამუშევრის ჯგუფური
პრეზენტაცია.
·
პრეზენტაციაზე
ისაუბრეს თითოეული სახეობის ორგანიზმის მახასიათებლებზე, პოსტერზე გამოტანილი
ინფორმაციის შესახებ და რაც არ გადაიტანეს, იმის შესახებაც.
·
პრეზენტაციის
დროს უპასუხეს კლასელების დასმულ კითხვებს, იმსჯელეს და გამოთქვეს აზრი.
·
პრეზენტაციის
შემდეგ მოსწავლეები შეფასდნენ ორი მიმართულებით : ჯგუფის განმავითარებელი შეფასება
და ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასება.
·
მოსწავლეებმა
შეაფასეს საკუთარი ნამუშევრები და სხვა ჯგუფების ნამუშევრები. იმსჯელეს რა
შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, ასევე, როგორ გააუმჯობესონ მომავალში ჯგუფური
მუშაობის ხარისხი.
ქართული ენის მიმართულებით:
·
ქართულ
ენაში შევისწავლეთ იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი რამდენიმ საინფორმაციო ტიპის
ტექსტი სხვადასხვა ცოცხალი არსების შესახებ (თევზები, ლომი, არწივი) სადაც
გარკვევით და მარტივადაა გადმოცემული თითოეული ამ არსების ძირითადი მახასიათებელი.
ინფორმაცია იკითხება ადვილად და არის საინტერესო.
·
შესწავლილი
ტექსტების შემდეგ, მოსწავლეებმა გამოკვეთეს საინფორმაციო ტექსტის შექმნისათვის
საჭირო ძირითადი კრიტერიუმები.
·
პოსტერზე
გადატანამდე, შექმნილი საინფორმაციო ტექსტი, გამართეს ლექსიკურად (სიტყვათა
მარაგი) და პუნქტუაციურად (სასვენი ნიშნები) პედაგოგის დახმარებით.
პროექტის
დასკვნითი ეტაპი:
·
პროექტის
დასკვნით ეტაპზე, პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები შეფასდნენ ორი მიმართულებით :
ჯგუფის განმავითარებელი შეფასება და ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასება.
·
მოსწავლეებმა
შეაფასეს საკუთარი ნამუშევრები და სხვა ჯგუფების ნამუშევრები. იმსჯელეს რა
შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, ასევე, როგორ გააუმჯობესონ მომავალში ჯგუფური
მუშაობის ხარისხი.
პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება |
ვწერთ და ვსაუბროთ სწორად |
საგნობრივი ინტეგრაცია |
ქართული ენა |
პროექტში მონაწილეები (სამიზნე ჯგუფი- საფეხური/კლასი) |
სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელები, მშობლები |
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა |
არაა განსაზღვრული |
პროექტის აქტუალობა |
21-ე საუკუნე
გლობალური ცვლილებებისა და გლობალიზაციის ეპოქაა. ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენზეც,
ჩვენს საუბარზე, წერაზე. ქართულ ენაში მრავალი სიტყვა ჩაანაცვლა სხვა ენიდან შემოსულმა
სიტყვამ, თუმცა ჩვენი პროექტი ამჟამად არ ეხება ამ საკითხს. ჩვენი პრობლემაა - ქართული
სიტყვები და გამოთქმები, რომელთაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად, შეცდომით
გამოვთქვამთ ან ვწერთ. სოციალური ქსელები და მედია კი ამ პროცესს კი პირიქით, უწყობს
ხელს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პროექტის აქტუალობა - საზოგადოებას შევთავაზოთ
ფართოდ გავრცელებული შეცდომები - გასწორებული ფორმით.
|
პროექტის საბოლოო პროდუქტი |
სკოლის ღია, საჯარო სივრცეში გამოფენილი ფორმა „სწორია-არასწორია“. |
პროექტის საკვანძო შეკითხვა
|
·
რომელი სიტყვები გვეშლება
ყველაზე ხშირად ? ·
რა არის შეცდომების
სათავე? ·
როგორი ფრომით შევძლო საზოგადოებამდე მივიტანო სწორად
დაწერილი ქართული სიტყვები და გამოთქები? ·
სად მოვიძიო სიტყვბი, რომლებსაც გადავიტან ბანერზე? ·
უკვე შექმნილი ბანერი როგორ და სად განვათავსო ისე,
რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ? ·
რა სირთულეებს შევხვდები პროექტზე მუშაობის დროს? |
პროექტის მოსალოდნელი შედეგები |
საუბრის და წერის დროს მოსწავლეები/მასწავლებლები/მშობლები/საზოგადოება
გაასწორებს შეცდომებს და ქართულ სიტყვებს წარმოთქვამს და დაწერს სწორად. (იმედს ვიტოვებ,
მცირე ნაწილი მაინც). |
პროექტის აქტივობები და სამუშაო მასალები
|
პროექტის აქტივობები : Ø
მოსწავლეები
პროექტის არსს; Ø
მიეცათ
დავალება, რომ დააკვირდნენ ახლობლების/მეგობრების საუბარს და მოინიშნონ
გარკვეული სიტყვები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ შეცდომით წარმოთქვეს; Ø
პედაგოგიც
ანალოგიურად, აწარმოებს დაკვირვებას, გარშემომყოფებზე, სოციალურ ქსელებში
წარმოთქმულ/დაწერილ სიტყვებს და ინიშნავს შეცდომებს; Ø
პედაგოგი
თანამშრომლობს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან, ამ პრობლემის შესახებ
მეტი ინფორმაციის მისაღებად; Ø
შეგროვილ
ნიმუშებს კლასში განიხილავენ მასწავლებელი და მოსწავლეები; Ø
ეცნობიან
თითოეული სიტყვის სწორ ფორმას და ამასთანავე გრამატიკულად, რატომ არის ზუსტად ეს
სწორი ფორმა და არა სხვა; Ø
შეგროვილი
ნიმუშები ხარისხდება და გადადის დიდ, ფორმატის ქაღალდზე. (მკვეთრი ფერებით,
ადვილად აღქმადი რომ იყოს).
პროექტის დასკვნითი ეტაპი: Ø
ფორმატზე
გადაიტანეს, დიდი ფერადი ასოებით მკვეთრად დაწერილი სიტყვები; ფორმატი განთავსდა
სკოლის შემოსასვლელში. Ø
მოისმინეს
შეფასებები სკოლის დირექციისაგან და პედაგოგებისაგან.
|
გამოყენებული რესურსები |
·
რვეული ·
კალამი ·
ფორმატის ფურცელი ·
ფანქრები/ფლომასტერები/მარკერები
|
პროექტი ევროპული დიაგრამა
"ევროპული დიაგრამა"
ჯგუფური მუშაობა პანდემიის თავისებურებებით.
დაიყვნენ ჯგუფებად, ჯგუფში თითოეულ წევრს, დაეკისრა კონკრეტული "მისია".
შეარჩიეს ევროპის 12 ქვეყანა და მოიძიეს ამ ქვეყნების მაცხოვრებელთა რაოდენობა.
მოძიებული რიცხვები დაამრგვალეს.
მაცხოვრებელთა დამრგვალებული რაოდენობა, თითოეული ჯგუფმა, გადაიტანა დიაგრამის სახით, ფორმატზე.
საბოლოო, შემაჯამებელი, გამთლიანებული დიაგრამა შეიქმნა ელექტრონულად, Excel პროგრამის დახმარებით.
მოაწყეს ნამუშევრების პრეზენტაცია, იმსჯელეს ევროპული ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის შესახებ: რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი, ყველაზე ნაკლები, დაახლოებით თანაბარი და ა.შ.
დანართი#1
წაკითხულის რეფლექსიისათვის:
მე მომეწონა
......
მე დამაფიქრა
.......
მე დამანაღვლიანა/გამამხიარულა ........
დანართი#2
სტრუქტურა ტექსტის შექმნისათვის:
დასაწყისი
მოქმედების განვითარება
კულმინაცია
დასასრული
ქართული ხალხური ზღაპრის გმირები XXI საუკუნეში
ქართული ხალხური ზღაპრების გმირები
XXI საუკუნეში
1.
პროექტის მოკლე აღწერა
ბავშვობიდან ყველას კარგად
გვახსოვს ართული ხალხური ზღაპრების გმირები : ნაცარქექია, წიქარა, თავისი მეგობარი
ბიჭით, მეჩონგურე და მრავალი სხვა. გიფიქრიათ, ოდესმე, როგორები იქნებოდნენ ისინი
ახლა, XXI საუკუნეში რომ გადმოგვეყვანა? ერთგვარი „დროის
მანქანის“ საშუალებით? როგორ გავიცნობდით მათ? ან ისინი რას გვეტყოდნენ საკუთარ
თავზე?
ზემოთ დასმული კითხვები
გაგვიჩნდა მე და ჩემს მე-4 კლასელებს, ამიტომაც დავგეგმეთ ეს პროექტი.
ნაცარქექის, წიქარა და
მეჩონგურე „გავათანამედროვეთ“ და შევუქმენით ვირტუალური სოციალური ქსელები :
ნაცარქექია - facebook, წიქარა - youtube არხი, და მეჩონგურე - Tik-Tok. პროექტის
ფარგლებში, ჯგუფურად გადაინაწილეს გმირები და დაიწყეს უშალოდ ინტერფეისის შექმნაზე
მუშაობა, ყველა დამახასიათებელი დეტალის გათვალისწინებით. პროექტი დროში გაწერილია
და ჯერ არ დასრულებულა. ის მოიცავს ეტაპებს, რომელსაც მსვლელობაში გავშლი.
2.
პროექტის მიზანი
·
მოსწავლეთა მედიაწიგნიერების დონის ამაღლება, რომელიც თვის
თავში, მრავალ ასპექტს მოიცავს: დაფიქრებიან, რა და როგორ შეიძლება გავიტანოთ
სოციალური ქსელის საშუალებით; რა ძირითადი სათქმელის მიტანა გვინდა მნახველამდე (
მკითხველამდე), როგორ გადმოცეთ სათქმელი მოკლედ და საინტერესოდ; რა ინფორმაციას
შეიძლება ვენდოთ და როგორ გავარჩიოთ სინამდვილე მოგონილისაგან.
·
სოციალურ ქსელების გაცნობა, მათი მახასიათებლების გაანალიზება: რა არის დადებითი და
მისაღები სოციალური ქსელების სამყაროში და რას უნდა ვერიდოთ, სად არის საფრთხე
დამალული, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სოციალური ქსელები წარმატების მისაღწევად
და როგორ ავიცილოთ თავიდან სოციალურ ქსელში ჩვენთვის არასასურველი
ინფორმაციის მოხვედრა.
·
რა არის კიბერბულინგი? - როგორ ავირიდოთ კიბერბულინგი და როგორ მოვიქცეთ
თუ მაინც ვიქეცით კიბერბულინგის სამიზნედ, ვის ვთხოვოთ დახმარება.
·
შესაძლებლობის ფარგლებში - გაზიარება eTwinnig- ში ჩართულ სხვადასხვა
ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა მათაც შექმნან მსგავსი პროექტი თავიანთ ხალხურ
ზღაპრების გმირებთან დაკავშირებით.
3.
პროექტის მსვლელობა (აქტივობების ჩამონათვალი)
პროექტი ხორციელდება მე-4
კლასის მოსწავლეებთან, შესაბამისად აქტივობები მორგებული უნდა იყოს მათ
ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩეი მოსწავლეების ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც
უკვე იწყებენ სოციალურ ქსელებში რეგისტრაციასა და ინფრომაციების ატვირთვას. ეს
ფაქტი დააჩქარა კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციურ „ცხოვრების სტილზე“
გადასვლამ.
ჩემ მოსწავლეებზე დაკვირვებამ
გადამაწყვეტინა პროექტის მოფრება და ყოველი აქტივობის იმგვარად დაგეგმვა, რომ მე
მათთვის გზამკვლევად ვიქცე ამ მართლა უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცეში. ამ
მეგზურობას ვაპირებ მათთვის ნაცნობი და საყვარელი, ქართული ხალხური ზღაპრის
გმირების დახმარებით.
პროექტის
მიმდინარეობა:
I - პროექტის შინაარსის,
მიზნების გაცნობა;
II - პროექტის შექმნისათვის საჭირო რესურსების
მოძიება/მობილიზება;
III
- ჯგუფების შექმნა/გადანაწილება, ქართული ხალხური ზღაპრის გმირებისა და
სოციალური პლატფორმების გადანაწილება;
პირველი ჯგუფი - ნაცარქექი,
პლატფორმა facebook
მეორე ჯგუფი - წიქარა,
პლატფორმა youtube
მესამე ჯგუფი -
მეჩონგურე, პლატფორმა Tik-Tok.
IV - ჯგუფები იწყებენ მუშაობას
- კითხულობენ ზღაპარს დაკვირვებით და ინიშნავენ პერსონაჟის ძირითად
მახასიათებლებს, მის საქმიანობას, განწყობას, ქმნის სტრუტურირებულ სქემას,
პერსონაჟზე ძირითადი ინფორმაციის ერთ სიბრტყეში მოქცევისათვის.
V - ჯგუფები ეცნობიან
უფროსის/პედაგოგის დახმარებით სოციალური ქსელების FACEBOOK, YOUTUBE, TIK-TOK
ინტერფეისის ძირითად მახასიათებლებს, სწავლობენ რა სად და როგორაა განთვსებული, რა
არის საჭირო სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად, რა ინფორმაცია უნდა განათავსონ,
როგორი სურათები დასჭირდებათ.
VI
-
მსჯელობა/ დისკუსია ჯგუფის შიგნით, ზღაპრების გმირების შესახებ მოძიებული
ინფორმაციებიდან, რისი გამოქვეყნება შეიძლება და რისი არა, რა არის მთავარი, რაზეც
შეიძლება შეიქმნას ამბავი ე.წ. სტატუსი/სტატუსები. შეარჩევენ/დახატავენ სურათს,
რომელსაც დააყენებენ პროფილის ფოტოს, „ქავერის“ ფოტოდ. ქმნიან საცდელ ვერსიას,
თაბახის ფურცელზე.
VII
- შექმნილი საცდელი ვერსიის შეფასება ჯგუფების მიერ - ჯგუფების მიერ
შექმნილი საცდელი ვერსია გადაეცემა სხვა ჯგუფს, რომელიც სხვა გმირზე და
პლატფორმაზე მუშაობს, მათ, თითოეულ წევრს, ევალება, სურათებს, სტატუსებს, დაუწერონ
კომენტარები. შეზღუდული არ არიან კომენტარის შინაარსში. საბოლოოდ ყველა ვერსია
ბრუნდება შემქმნელ ჯგუფში.
VIII
- ჯგუფები განიხილავენ დაბრუნებულ ნამუშევრებს, თითოეულ კომენტარს, ხომ
არ შეიცავს შურაცხმყოფელ, დამამცირებელ, დამცინავ სიტყვებს. პედაგოგი აცნობს
პრეზენტაციას კიბერბულინგისა და მისგან თავის დაცვის შესახებ.
IX
- ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით, პროგრამა PowerPoint
-ში
მოსწავლეები ქმნიან რეალურთან მიახლოებულ ინტერფეისს, ათავსებენ სურათებს (
ჩამოტვირთული/მოძიებული, ხელით შექმნილი/დახატული), გმირის ისტორიიდან დებენ
რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს ამბად- პოსტად, უზიარებენ სხვა ჯგუფის ავშვებს,
ისინი კითხულობენ პოსტებს, განიხილავენ თავიანთ ჯგუფში და აკეთებენ კომენტარს,
რომელსაც აკვირდებიან, რომ არ შეიცავეს დამამცირებელ, დამცინავ ტერმინებს.
X
- პროექტის ბოლო ეტაპზე, მოსწავლეები (ჯგუფურად) აკეთებენ თავიანთ მიერ
შექმნილი პროდუქტის პრეზენტაციებს. საუბრობენ მუშაობისას წარმოქმნილ სირთულეებზე
და აფასებენ საკუთარ ნამუშევრებს, ასევე სხვა ჯგუფების ნამუშევრებს.
4.
პროექტის შედეგი
·
მოსწავლეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულისოაციალური ქსელების
ინტერფეისს, მასზე მუშაობას და ასევე, გაიგეს რომ გასართობთან ერთად, ეს ყველაფერი
საფრთხის შემცველიცაა;
·
ისწავლეს, როგორ გადმოსცენ ინფორმაცია სწორად, რომ იყოს საინტერესო და
ლამაზი;
·
საბოლოოდ -აუმაღლდათ მედიაწიგნიერების დონე.
5.
მონაწილეთა ასაკი
9-10 წელი
6.
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა;
ხელოვნება;
ისტ.
მუზეუმი
პროექტის
ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ:
რას წარმოადგენს სიტყვა „მუზეუმი“ რა ინახება იქ,
რატომ დადიან ადამიანები მუზეუმში. მუზეუმში წასვლამდე, აუცილებელია ქცევის წესების
გათავისება : არ უნდა შევეხოთ ნივთებს, არ ვირბინოთ, ხმამაღლა არ ვისაუბროთ.
მოსწავლეები
სტუმრად იმყოფებოდნენ ქ. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და გაეცნენ იქ დაცულ ხელოვნების,
საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო იარაღის ნიმუშებს.
გაიგეს
რას ნიშნავს - გიდი.
მუზეუმიდან
დაბრუნების შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, ხელოვნების თუ სხვა გაკვეთილებზე შექმნილი
პროდუქტის გამოფენისთვის მზადება დაიწყეს.
დააჯგუფეს
და დაახარისხეს ნივთები სახეობებად:
ხელნაკეთი
სამკაულები; ხელნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთები; ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები,
მაკეტები, გაუკეთეს ავტორის წარწერა და ერთი დღით საკლასო ოთახი ნამდვილ მუზეუმად აქციეს.
მოიპატიჟეს
სტუმრები - მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და გაუწიეს მათ
გიდობა.
ხაშურის მოდელი
პროექტი
განხორციელდა მშობელთა ჩართულობით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაიყვნენ 3-3
კაციან ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მდებარე რომელიმე შენობა-ნაგებობა, არჩევის შემდეგ, მოიძიეს ამ ნაგებობის ისტორია;
მშობელთან ერთად მივიდნენ არჩეულ შენობასთან, დაათვალიერეს და გადაუღეს ფოტოები.
კლასში განიხილეს ნაგებობის თავისებური მახასიათებლები და შექმნეს მონახაზი
მომავალი მაკეტისათვის. მაკეტის შექმნაში მონაწილება მიიღეს მშობლებმაც.
წარმოდგენილი მაკეტები ღია სივრცეში განვალაგეთ ისეთი მიმართულებითა და
მიმდევრობით, როგორც რეალურად ქალაქშია განლაგებული - მივიღეთ ხაშურის მცირე
მოდელი.
პროექტის გეგმა
პროექტის
სახელწოდება |
შექმენი შენი თხზულება |
საგნობრივი
ინტეგრაცია |
ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება |
პროექტში
მონაწილეები (სამიზნე ჯგუფი- საფეხური/კლასი) |
დაწყებითი |
პროექტის
სავარაუდო ხანგრძლივობა |
10 საათი |
პროექტის
აქტუალობა |
დაწყებითი კლასის
მოსწავლეს, მე-4 კლასის ეტაპზე უკვე უნდა შეეძლოს ტექსტის დამოუკიდებლად
შედგენა, გარკვეული სტრუქტურის შესაბამისად, ასევე ქართული სალიტერატურო
ნორმებისა და სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება. აქტუალობიდან გამომდინარე,
გადავწყვიტე - მათ თვითონვე შეექმნათ ტექსტები, დაერედაქტირებინათ, შეევსოთ
სიტყვათა მრავალფეროვანი მარაგით, შეექმნათ შესაბამისი ილუსტრაცია და
გაეკეთებინათ პრეზენტაცია კლასის წინაშე. |
პროექტის
საბოლოო პროდუქტი |
დამოუკიდებლად შექმნილი, ორიგინალური,
ილუსტრირებული თხზულება (მოთხრობა, ზღაპარი ). |
პროექტის
საკვანძო შეკითხვა |
·
როგორ დავწერო თხზულება? ·
თხზულების შესაქმნელად რომელი აუცილებელი ეტაპები
უნდა გავიარო ? (სათაური, დასაწყისი, მოქმედების განვითარება, კულმინაცია,
დასასრული). ·
თხზულების შინაარსიდან გამომდინარე, როგორ შევარჩიო
ილუსტრაცია და მოვარგო ტექსტს? ·
როგორ გავმართო თხზულება ენობრივად? (სასვენი
ნიშნები, აბზაცები, სწორი გამოთქმები). ·
უკვე შექმნილი თხზულება როგორ წარვადგინო კლასის
წინაშე, ისე, რომ დაინტერესდეს მსმენელი? ·
რა სირთულეებს შევხვდი პროექტზე მუშაობის დროს? |
პროექტის
მოსალოდნელი შედეგები |
მოსწავლეები შეძლებენ, დამოუკიდებლად, შექმნან
ორიგინალური თხზულება, გამართონ გრამატიკულად, შეუსაბამონ ილუსტრაცია და
წარადგინონ კლასის წინაშე. |
პროექტის
აქტივობები და სამუშაო მასალები |
გამომდინარე, პანდემიური
სიტუაციიდან , გადავწყვიტე პროექტი განეხორციელებინათ ინდივიდუალურად, თითოეულ
მოსწავლეს. პროექტი ითვალისწინებდა ორი საგნის
-ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრაციას. ამ ორ საგანს შორის
ხომ დიდი კავშირი არსებობს, შემოქმედმა ადამიანმა თავისი სათქმელი შეიძლება
ტექსტით (ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი) გადმოსცეს, შესაძლოა ნახატის (გრაფიკა,
ფერწერა) საშუალებით. ასე, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობები ორი
მიმართულებით წარიმართა. პროექტის აქტივობები : ქართული ენისა და ლიტერატურის
მიმართულებით: ·
მოსწავლეები
გაეცნენ პროზისა და პოეზიის არსს, მათ მახასიათებლებსა და ძირითად
დანიშნულებებს. ·
მოიძიეს
ქართველი პოეტების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, საკუთარი სურვილით, ზეპირად
ისწავლეს და მოვაწყეთ მცირე „პოეზიის საათი“. ·
მოიძიეს
ბიოგრაფიული ინფორმაცია ქართველი პოეტების შესახებ და გააკეთეს პრეზენტაცია. ·
გაეცნენ
პოეზიის ნიმუშებს შორის განსხვავებებს (გარითმული და ურითმო ლექსი). ·
კლასმა
სცადა, საერთო, ურითმო ლექსის შექმნა. ·
პროზის
გაცნობა დაიწყეს ქართველი საბავშვო ავტორების მიერ შექმნილი პროზაული
ნაწარმოებების მოძიებითა და წაკითხვით. ·
წაკითხვის
შემდეგ, კონკრეტული კითხვარის (დანართი 1.) საშუალებით, გააკეთეს წაკითხულის
რეფლექსია კლასის წინაშე. ·
გაეცნენ,
პროზაული ნაწარმოების შექმნისათვის აუცილებელ სტრუქტურას (დანართი 2.),
თვალსაჩინოებისათვის, ამ სტრუქტურის მიხედვით, გავშალეთ ერთ-ერთი თხზულება
(მეჩონგურე). ·
მოსწავლეებმა
მოიფიქრეს ორიგინალური თხზულების სათაური, მოქმედი პერსონაჟები, მათი მოქმედების
არეალი. გაითვალისწინეს დანართ 2- ში მოცემული სტრუქტურა და ააგეს შინაარსი. ·
შინაარსის
შექმნის შემდეგ, გაასწორეს სასვენი ნიშნები, აბზაცები, შეავსეს და გაამდიდრეს
ახლად ნასწავლი ქართული სიტყვებით. ·
ტექსტის
დასრულების შემდეგ, გაიხსენეს ხელოვნების მიმართულებით მიღებული ცოდნა და
შექმნეს შინაარსიდან გამომდინარე ილუსტრაცია. ხელოვნების მიმართულებით: ·
მოსწავლეების
გაეცნენ ტექსტის ილუსტრირების მნიშვნელობასა და ფუნქციებს. ·
ტექსტის
ილუსტრირების ისტორიამ, მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა - პირველი
წიგნები, ხომ ხელით იხატებოდა. ·
გაეცნენ,
რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით საყვარელი მოთხრობისა და ზღაპრის
ილუსტრაციებსა და ამ ილუსტრაციების ავტორებს; ქართველ ილუსტრატორებს. ·
შეისწავლეს,
როგორი მეთოდით შეიძლება მოხდეს თხზულების დასურათება (ფერწერა, გრაფიკა). ·
შეარჩიეს
მათთვის სასურველი დარგი და მოარგეს უკვე შექმნილ ტექსტს. პროექტის
დასკვნითი ეტაპი: ·
დაწერილი
თხზულება (მოთხრობა, ზღაპარი) გადაიტანეს სპეციალურად გაფორმებულ ფურცელზე,
რომელსაც მისცეს წიგნის ფორმა. ·
წინა
გვერდი გააფორმეს სათაურით, ავტორის სახელითა და გვარით და შექმნის თარიღით. ·
შიგნითა
ნაწილში მოათავსეს უკვე რედაქტირებული, ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი ტექსტი და
შერჩეული მეთოდით შექმნილი ილუსტრაცია. ·
კლასის
წინაშე, წაიკითხეს ნაწარმოები და წარადგინეს ნამუშევარი. ·
მოისმინეს
შეფასებები მასწავლებლისა და მსმენელების მხრიდან. |
გამოყენებული
რესურსები |
·
რვეული ·
კალამი ·
თაბახის/ფორმატის ფურცელი ·
ფანქრები/ფლომასტერები/მარკერები ·
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო
მე-4 კლასში (ავტ. ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე) ·
ხელოვნების სახელმძღვანელო მე-4 კლასში (ავტ. ნ.
მაჭარაშვილი, მ. მაჭარაშვილი) ·
2 ცალი დანართი ·
http://geolit.ge/targmanebi/ekziuperi/uplistsuli/patara_uplistsuli1.htm ·
|
დანართი#1
წაკითხულის რეფლექსიისათვის:
მე
მომეწონა ......
მე დამაფიქრა .......
მე დამანაღვლიანა/გამამხიარულა ........
დანართი#2
სტრუქტურა ტექსტის შექმნისათვის:
დასაწყისი
მოქმედების განვითარება
კულმინაცია
დასასრული
თავიანთი შეთხზული ამბავი ლამაზი კალიგრაფიით ნაწილ-ნაწილ დაწერეს და დიდი ფორმატის ქაღალდზე გაამთლიანეს, შექმნეს პექსონაჟების ილუსტრაციებიც.
No comments:
Post a Comment